ცნობილი აფხაზი საზოგადო მოღვაწე ტარას შამბა კორონავირუსით გარდაიცვალა
მოსკოვში, კორონავირუსით გარდაიცვალა ცნობილი აფხაზი საზოგადო მოღვაწე, ტარას შამბა. 82 წლის პოლიტიკოსს აფხაზეთში, „სახალხო პრეზიდენტს“ უწოდებდნენ
ტარას შამბა საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში – 1989-1991 წლებში, დეპუტატი იყო. შემდეგ, აფხაზეთის ომის დროს, კონფლიქტის სამხედრო ფაზიდან (1992-1993) და 2017 წლამდე, აფხაზი-აბაზი ხალხის მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი.
მისი უმცროსი ძმა, სერგეი შამბა, იმავე წლებში საგარეო საქმეთა მინისტრი იყო (1997-2010). ახლა, სერგეი შამბა აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანია.
აფხაზეთის პრეზიდენტმა სამძიმარი გამოუცხადა ტარას შამბას ოჯახს. სად გაიმართება დაკრძალვა, ჯერჯერობით უცნობია.