ბელარუსი უფლებადამცველები ცესკოს მოუწოდებენ, გადახედოს მათი ქვეყნის დამკვირვებლების საკითხს
ბელარუსი უფლებადამცველები საქართველოს ცესკოს მოუწოდებენ, გადახედოს მათი ქვეყნის დამკვირვებლების საკითხს, რადგან ბელარუსის ცესკოს ზოგიერთი წევრი და თავად მისი თავმჯდომარე ლიდია ერმოშინა ევროკავშირის, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და სხვა სახელმწიფოების სანქცირებულთან სიაში არიან.
9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელიც საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართება, საერთაშორისო დამკვირვებლებს შორის ბელარუსის ცესკოს წარმომადგენლებიც იქნებიან.
ბელარუსი უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ მათ ქვეყანაში ჩატარებული 2020 წლის არჩევნების ფალსიფიკაციის გამო, ქვეყნის ცესკოს მთელი შემადგენლობა დისკრედიტირებულია.
ამასთან, ბელარუსი უფლებადამცველები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ხმების ფალსიფიკაციამ პროტესტის ტალღა გამოიწია, რამაც ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისამდე მიიყვანა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება.
ორგანიზაცია “უფლებადამცველები თავისუფალი არჩევნებისთვის” მიუთითებს, რომ 1996 წლის შემდეგ ბელარუსში ჩატარებული არჩევნები ეუთომ საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოდ მიიჩნია.
● სახალხო დამცველი: მართებულია დაიწყოს მსჯელობა არჩევნების გადადებაზე
● NDI-ს ახალი კვლევა: მთავარი მიგნებები და ტენდენციები
● “ქართული ოცნება” შარლ მიშელის შეთანხმებიდან გადის. რას ნიშნავს ეს?
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს არის დანიშნული. მმართველი გუნდი აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს, ისევე როგორც ოპოზიცია.
თვითმმართველობის არჩევნები განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ხელმოწერით ახალი დოკუმენტი შექმნა.
დოკუმენტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი უნდა ყოფილიყო, რომელიც 2021 წლის ოქტომბერში დანიშნული თვითმმართველობის არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებას შეუწყობდა ხელს.
ამავე დროს, საერთაშორისო თანამეგობრობის უპრეცედენტო აქტიურობით და ჩართულობით მომზადებული ეს შეთანხმება ასევე იმის ხაზგასმა იყო, რომ ქვეყანა ევროატლანტიკური კურსის ერთგულია.
“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებამ, დაეტოვებინა შეთანხმება, უკვე გამოიწვია მორიგი პოლიტიკური დაძაბულობა.