აზერბაიჯანში სამედიცინო ნიღბები დეფიციტური აღარ არის
აზერბაიჯანში სამედიცინო ნიღბების უკმარისობის პრობლემა გადაწყვეტილია – სოციალურ ქსელებში გამართული მსჯელობიდან ასეთი დასკვნის გამოტანა შეიძლება.
ოფიციალური მონაცემებით, 13 აპრილის დილისთვის აზერბაიჯანში კორონავირუსით დაინფიცირების 1089 შემთხვევაა დარეგისტრირებული. 12 ადამიანი გარდაიცვალა, 250 გამოჯანმრთელდა.
„ჩემი სახლის გვერდით, პატარა აფთიაქში ნიღბების წინასწარ შეკვეთა საჭირო აღარ არის. ერთ ადამიანის უკვე შეუძლია 5 ცალი ადგილობრივი ნიღაბი, თითო 30 გიაპიგად [დაახლოებით 2 ცენტი] იყიდოს. და ეს კარგია!“, – წერს Facebook-ის ერთ-ერთი მომხმარებელი.
- როგორ გამოიყურება ბაქო კარანტინის დროს?
- „იმის გადაწყვეტა, თუ ვინ უნდა იცოცხლოს და ვინ მოკვდეს – ჩემთვის ეს არ უსწავლებიათ“ – ექიმის ნაამბობი ნიუ-იორკიდან
- „იაპონელებივით მისალმება დაიწყო“, – როგორ ცხოვრობენ აზერბაიჯანის რეგიონები კარანტინის რეჟიმში
თუმცა, იმავდროულად ის იმასაც დასძენს, რომ ადგილობრივი წარმოების ეს ნიღბები ნაჭრის კი არ არის, არამედ პლასტიკურის მსგავსი მასალისგანაა გაკეთებული. მაგრამ „სახეს შეხებისგან იცავს, ცემინების მსხვილი წვეთებისგან იფარავს და ფსიქოლოგიურად ეფქტს იძლევა“.
ბაქოს ქალაქგარეთ მდებარე რაიონში მცხოვრები სხვა მომხმარებელი ჰყვება, რომ იქ აფთიაქებში ყოველდღიურად შეაქვთ 200 ნიღაბი, რომლებიც ორი სათის განმავლობაში იყიდება.
თებერვლის შუა რიცხვებში აზერბაიჯანში ნიღბების დეფიციტი ძალიან მწვავედ იგრძნობოდა. აფთიაქებში დღეში 40-50 ცალი შეჰქონდათ, და ფასიც მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს იმას უკავშირდებოდა, რომ ქვეყანაში ნიღბების საკუთარი წარმოება არ არსებობდა, ხოლო საზღვარგარეთიდან იმპორტირება პრობლემური გახდა.
მაგრამ 6 მარტს ქალაქ სუმგაითში ნიღბების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა. პირველ ხანებში იქ დღეში120 ათას ნიღაბს აწარმოებდნენ, მალე კი წარმოების მოცულობის 200-250 ათასამდე გაზრდა იგეგმება.
რაც შეეხება კორონავირუსისგან დაცვის სხვა საშუალებებს, აფთიაქებში, რამდენიც გნებავთ, იმდენი სპირტია, რომელზეც მოთხოვნა პანდემიის დასაწყისში ასევე გაიზარდა. ერთი ლიტრი სპირტის 6 მანათად [დაახლოებით$3.5] ყიდვა პროდუქტების მაღაზიებშიც კი შესაძლებელია.
მოცემულ მომენტში აზერბაიჯანში გამოცხადებულია მკაცრი საკარანტინო რეჟიმი – დაკეტილია მეტრო, პარკები, სკვერები, თითქმის ყველა კომერციული ობიექტი, ორგანიზაციები და საწარმოები. ქუჩაში გასასვლელად მოქალაქეს ან სამსახურიდან ცნობა უნდა ჰქონდეს, ან ხელისუფლებისგან მიიღოს SMS-ნებართვა, რომელიც დღეში ერთხელ, ორი საათით გაიცემა. 65 წელიწადზე უფროსი ასაკის ადამიანებს სახლიდან გასვლა საერთოდ ეკრძალებათ. ამავდროულად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად არ არის გამოცხადებული, რაც ამ ყველა აკრძალვას არსებითად უკანონოს ხდის.