აშშ აპირებს მკვეთრად შეუმციროს დახმარება განვითარებად ქვეყნებს. მათ შორის საქართველოს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს, რომ 2018 წლიდან მკვეთრად შეამციროს განვითარებადი ქვეყნებისთვის გაწეული დახმარების მოცულობა და გააუქმოს USAID, როგორც დამოუკიდებელი ერთეული – ორგანიზაცია, რომელიც ამ დახმარებას ეწევა.
არსებობს შეთავაზება, რომ საამისოდ გამოყოფილი სახსრების სერთო მოცულობა დაახლოებით მესამედით შემცირდეს.
„ForeignPolicy“-ის ხელთ არსეული დოკუმენტის მიხედვით, კავკასიის ქვეყნებისთვის დახმარების შემცირებას ამგვარი სახე ექნება:
- აზერბაიჯანი – 100 პროცენტი
- სომხეთი –77,3 პროცენტი
- საქართველო – 41,1 პროცენტი
ასევე, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შემცირდეს უკრაინისთვის გაწეული დამხარებაც – 69 პროცენტით.
ბევრმა ამერიკელმა ექსპერტმა ფრიად ნეგატიურად შეაფასა ეს გეგმები. მათი აზრით, ტრამპის ადმინისტრაციის იდეები საშიშია არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ პრაქტიკული თვალსაზრისითაც. აშშ-ის მიერ განვითარებადი ქვეყნებისთვის დახმარების პროგრამები მოიცავდა, მაგალითად, ეპიდემიური დაავადებების პრევენციასაც.
რაც შეეხება პოლიტიკურ შედეგებს, მათ შეიძლება დრამატული ეწოდოს.
„მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ უკრაინას ევროპაში ინტეგრაციისკენ მოვუწოდებდით. და თუ ახლა (დახმარების მკვეთრად შემცირების შემდეგ) ეს ქვეყანა რუსეთისკენ გადაიხრება, ეს აშშ-ის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო იქნება“, – უთხრა ჟურნალ „ForeignPolicy“- ს უკრაინაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უილიამ ტეილორმა.
ნებისმიერ შემთხვევაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ამ ახალი გეგმის განხორციელება ადვილი არ იქნება. ამ მომენტისთვის განვითარებად ქვეყნებისთვის დახმარების შემცირების იდეამ უარყოფითი რექცია გამოიწვია აშშ-ის კონგრესის როგორც დემოკრატების, ისე რესპუბლიკელთა რიგებში, – წერს „ForeignPolicy“.