აზერბაიჯანში სულ მცირე 30 ადამიანი გარდაიცვალა
-
სტატისტიკა: ინფიცირებული, გარდაცვლილი, გამოჯანმრთელებული - აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო
საქართველო აზერბაიჯანი სომხეთი ახალი შემთხვევები 19 347 451 სულ ინფიცირებულები 1104 28 980 36 613 ახალი გარდაცვლილები 0 +6 +4 გარდაცვლილები 16 391 692 გამოჯანმრთელებულები 912 20 974 25 734 -
აზერბაიჯანში, სულ მცირე 30 ადამიანი გარდაიცვალა COVID-19-ით
ეს ინფორმაცია და ექიმების კონკრეტული სახელების ჩამონათვალი, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა კლინიკებში კორონავირუსით გარდაიცვალნენ, Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ლაჩინსკის საავადმყოფოს „სასწრაფო დახმარების“ განყოფილების უფროსმა, ორხან ჯაბრაილმა.
აზერბაიჯანში არ კეთდებოდა ოფიციალური კომენტარები ექიმებს შორის, კორონავირუსით სიკვდილიანობის შესახებ, ასევე, არ მოჰყოლია რეაქცია არც გამოქვეყნებულ სიას.
აზერბაიჯანში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა გრძელდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში, 347 ადამიანი დაინფიცირდა, სულ, პანდემიის დაწყებიდან – 28 980.
გარდაიცვალა კიდევ 6 პაციენტი, სულ, ეპიდემიის დაწყებიდან დაიღუპა 391 ადამიანი. 20 974 – გამოჯანმრთელდა.
• კარანტინი აზერბაიჯანში: სუიციდი, პოლიციის მხრიდან სექსუალური შევიწროება და სხვა შედეგები
-
საქართველოში, მკვეთრად გაიზარდა შემთხვევების რაოდენობა, ბაზრობები და ბაზრები, შეიძლება, ვირუსის გავრცელების ახალი ცენტრი გახდეს
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი დღით ადრე კი, პანდემიის დაწყებიდან ერთ-ერთი ყველაზე ბევრი – 24.
სულ, დაინფიცირდა 1085 ადამიანი, მათგან 16 გარდაიცვალა, 911 – გამოჯანმრთელდა.
საგანგაშო სიტუაცია წარმოიქმნა მას შემდეგ, რაც კორონავირუსი დაუდასტურდათ ცოტა ხნის წინ ვირუსით გარდაცვლილი 72 წლის მამაკაცის ოჯახის წევრებს. აღმოჩნდა, რომ მთელი ოჯახი თბილისის ცენტრში, “დინამოს” სტადიონთან, ტანსაცმლის ბაზარობაზე მუშაობს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა განაცხადა თერმოსკანერების სასწრაფოდ დაყენებისა და ყველა ბაზრისა და ბაზრობის შესასვლელში კონტროლის გამკაცრების აუცილებლობის შესახებ.
ვირუსის გავრცელების მხრივ, ყველაზე რთულ ადგილად ქვემო ქართლის რეგიონი რჩება. გარდაბანის რაიონში 34 ადამიანი დაინფიცირდა, ინფიცირების წყარო, ძირითადად ორი სოფელია – ყარაჯალარი და კარატაკლია. თუმცა, პრობლემა გახდა ის, რომ ადგილობრივი მცხოვრებლები არ თანამშრომლობენ ეპიდემიოლოგებთან და უარს აცხადებენ ტესტირებაზე.
• ოფიციალურად გამოცხადდა: კორონავირუსის გადაცემა შესაძლებელია ჰაერით
-
კორონავირუსის აფეთქება გარდაბანის რაიონის ორ სოფელში -23 ინფიცირებული
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
21 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1049 შემთხვევაა დადასტურებული.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 267 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 903 გამოჯანმრთელდა და 16 გარდაიცვალა.
განსაკუთრებული მდგომარეობაა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – ყარაჯალარსა და ყარათაკლიაში.
გარდაბანში ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსის 23 შემთხვევა გამოვლინდა.
აქედან 14 შემთხვევაა ერთ სოფელში – ყარაჯალაშია გამოვლენილი.
სამი ადამიანის ინფიცირების წყარო უცნობია. 60-მდე ადამიანი საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი.
გარდაბანში ეპიდემიოლოგთა ექვსი ჯგუფია მობილიზებული. ისინი ყარაჯალარსა და ყარათაკლიაში მასობრივ PCR-ტესტირებას ატარებენ.
დღეს ამ სოფლებში კორონავირუსზე 700-მდე ადამიანი შემოწმდება.
-
სომხეთში, საგანგებო მდგომარეობა 12 აგვისტომდე გააგრძელეს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სხვა გამოსავალი არ იყო – წინააღმდეგ შემთხვევაში, ანტი-ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების მთელი სისტემა მოთხოვნის ძალას დაკარგავდა და რეკომენდაცია გახდებოდა.
„გვესმის, რომ შეუძლებელია საგანგებო მდგომარეობის უსასრულოდ გაგრძელება. გადავწყვიტეთ შევიმუშაოთ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გამოვიყენოთ ეს ინსტრუმენტები არა მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, არამედ საგანგებო ვითარების დროსაც“, – განაცხადა პრემიერმა.
-
ცხრა ახალი შემთხვევა საქართველოში. სულ 995
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
13 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 995 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 5001 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 219 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 857 გამოჯანმრთელდა და 15 გარდაიცვალა.
-
რუსეთში, COVID-19-ით, სავარაუდოდ, 40 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა - 4-ჯერ მეტი, ვიდრე ოფიციალური სტატისტიკით
რუსეთში, მატულობს ცნობები, COVID-19-ით დაავადებულთა და გარდაცვლილთა ოფიციალური სტატისტიკის მასშტაბური ფალსიფიკაციის შესახებ.
ექსპერტები 2020 და 2019 წლების ივნისის გარდაცვალების მაჩვენებელს ადარებენ. გარდაცვლილთა რიცხვის ზრდა საშუალოდ 30 პროცენტია. თუმცა ზოგიერთ რეგიონში – 50-70 პროცენტი.
ინგუშეთში კი 2020 წლის ივნისში 167 პროცენტით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე 2019 წლის ივნისში.
დემოგრაფების აზრით, ეს ნიშნავს, რომ კორონავირუსით ინგუშეთში გარდაიცვალა არა 71 ადამიანი, არამედ ორასზე მეტი.
სანკტ-პეტერბურგში, ასევე, დაფიქსირებულია ბოლო 10 წლის განმავლობაში, გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი.
ეპიდემია რუსეთში სინამდვილეში დიდი სისწრაფით მატულობს, განაცხადა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა ალექსეი რაქშამ. ის ივლისში დასაწყისში, სამსახურიდან იმის გამო გაანთავისუფლეს, რომ საჯაროდ გამოთქვა ეჭვი ოფიციალური სტატისტიკის სანდოობაზე.
ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში, პანდემიის დაწყებიდან 700 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა – 11 ათასზე ნაკლები. თუმცა, სინამდვილეში, რაქშას თქმით, უშუალოდ COVID-19-თან დაკავშირებული მიზეზებით 30-დან 40 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.
ესეც, დიდ ალბათობით, დაწეული შეფასებაა, ამბობს ის – რადგან კავკასიის შესახებ რეალური ინფორმაცია არ არსებობს.
2020 წლის შედეგებით, ჭარბმა სიკვდილიანობამ, რუსეთში, შესაძლოა, 100 ათასამდე ადამიანი შეადგინოს, ამბობს რაქშა:
„ოფიციალური ვებგვერდი, სადაც გარდაცვალების და ინფიცირების შემთხვევებზეა ცნობები – стопкоронавирус.рф – აშკარად ყალბია, რამდენადაც იქ კორონავირუსით გარდაცვალება ფიქსირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვირუსი გარდაცვალების უშუალო მიზეზი იყო.
ამით შეიძლება აიხსნას, უცნაური სიტუაცია: ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობით რუსეთი მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა, გარდაცვალების რიცხვით კი – გაცილებით ქვემოთ:
„გასაგებია, რომ ეს უაზრობაა. ჩემი შეფასებით, რუსეთში, დღე-ღამეში, კორონავირუსით ახლა, დაახლოებით, 600 ადამიანი იღუპება.
• რუსეთში კონსტიტუცია შეიცვალა – ახლა პუტინი სამუდამოდ დარჩება ხელისუფლებაში
-
მილიონ მოსახლეზე ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, სომხეთი საგრძნობლად უსწრებს მეზობელ ქვეყნებს
მილიონ მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობა კავკასიასა და მეზობელ ქვეყნებში:
სომხეთი – 10 593
რუსეთი – 4,937
ირანი – 3,008
თურქეთი – 2,501
აზერბაიჯანი – 2.267
საქართველო – 246
მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობა კავკასიასა და მეზობელ ქვეყნებში:
სომხეთი – 189
ირანი – 148
რუსეთი – 77
თურქეთი – 63
აზერბაიჯანი – 29
საქართველო – 4
წყარო: worldometers.info
• “ჩაკეტილები”: სომეხი შრომითი მიგრანტები რუსეთში ვერ მიდიან
-
ავღანეთში 28 ქართველი სამხედრო კორონავირუსით დაინფიცირდა. ამჟამად ისინი გორის ჰოსპიტალში არიან
ისინი გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, სპეციალური რეისით ჩამოიყვანეს საქართველოში და ამჟამად გორის ჰოსპიტალში იმყოფებიან. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაავადება გართულების გარეშე მიმდინარეობს და სამხედროები კარგად არიან.
ოფიციალური ინფორმაციით, ქართველი სამხედროები ადგილობრივი, ავღანელი პერსონალისგან დაინფიცირდნენ.
ავღანეთში დარჩენილი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში დაბრუნების შემდეგ 2-კვირიან კარანტინს გაივლიან.
პირველი სარჩელი კარანტინიდან: 11 წლის ბავშვის დედამ კარანტინის პირობები გააპროტესტა და საქმე მოიგო
-
ხუთი ახალი შემთხვევა საქართველოში. სულ 968
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
9 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 968 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4425 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 222 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 844 გამოჯანმრთელდა და 15 გარდაიცვალა.
-
ხუთი ახალი შემთხვევა საქართველოში. სულ 963
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 8 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 963 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 3903 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 202 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 841 გამოჯანმრთელდა და 15 გარდაიცვალა.
-
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი: „სიტუაცია სტაბილური, მაგრამ მძიმეა“. პანდემიის დაწყებიდან უკვე 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 349 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ, პანდემიის დაწყებიდან 29 285 ადამიანი დაინფიცირდა.
გარდაიცვალა კიდევ 12 ადამიანი. სულ, პანდემიის დაწყებიდან 503 ადამიანი დაიღუპა, 16 907 – გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა განაცხადა, რომ სომხეთში კორონავირუსის გავრცელების ტემპი უცვლელია – ჩატარებული ტესტების 30% დადებით შედეგს იძლევა.
სულ, პანდემიის დაწყებიდან 125 088 ტესტი გაკეთდა, გასული დღე-ღამის განმავლობაში – 1 273.
„კარგია, რომ სტაბილური პროცენტი გვაქვს, მაგრამ ცუდია, რომ საერთო რიცხვი კვლავ მაღალი რჩება“, – განაცხადა მან.
მძიმე და უკიდურესად მძიმე პაციენტების რაოდენობა – დაახლოებით, 650 ადამიანია. საავადმყოფოებში ადგილები საკმარისია – მინისტრი დარწმუნებულია, რომ სომხეთში არ არიან ადამიანები, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ, მაგრამ სახლში არიან.
საერთო ჯამში, მან სიტუაციას რთული, მაგრამ სტაბილური უწოდა.
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა არ გამორიცხა, რომ საგანგებო მდგომარეობა მეოთხედაც გახანგრძლივდეს.
სომხეთში, მუშაობს ბიზნესები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ღიაა მაღაზიები. კარანტინი ნორმები ითვალისწინებს ნიღბების სავალდებულო ტარებასა და სოციალური დისტანციის დაცვას საზოგადოებრივ ადგილებში.
-
ხუთი ახალი შემთხვევა საქართველოში. სულ 958
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
7 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 958 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 3903 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 202 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 838 გამოჯანმრთელდა და 15 გარდაიცვალა
-
ორი ახალი შემთხვევა საქართველოში. სულ 953
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
6 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 953 შემთხვევაა დადასტურებული.
კარანტინის რეჟიმშია 3828 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 192 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 830 გამოჯანმრთელდა და 15 გარდაიცვალა
-
აზერბაიჯანში, მკაცრი კარანტინი 20 ივლისამდე გააგრძელეს, კონტროლში ჩაერთვება ქუჩის სათვალთვალო კამერები
აზერბაიჯანში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 527 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ, პანდემიის დაწყებიდან, 18 684 ადამიანი დაინფიცირდა.
ქვეყანაში, პანდემიის დაწყებიდან, 228 ადამიანი გარდაიცვალა, 10 425 კი გამოჯანმრთელდა.
ბაქოში, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი 21 ივნისს გამოაცხადეს და 5 ივლისს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ის 20 ივლისამდე გააგრძელეს – ინფიცირებულთა რაოდენობის მუდმივი მკვეთრი მატების გამო.
ბაქოში, რამდენიმე სხვა ქალაქსა და რეგიონში, კვლავ დაკეტილია ყველა სახის მაღაზია, სურსათისა და აფთიაქების გარდა, გაჩერებულია მეტრო. შაბათ-კვირას არ მუშაობს არც სხვა სახის ტრანსპორტი, შეჩერებულია ბიზნესების უმრავლესობის მუშაობა.
ერთ-ერთი ძირითადი შეზღუდვა – გადაადგილებაზეა დაწესებული. მოსახლეობისგან სახლში დარჩენასა და გარეთ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში გამოსვლას მოითხოვენ, ისიც, მხოლოდ ხელისუფლებისგან სპეციალური SMS-ნებართვით.
თუმცა, ქალაქის ქუჩებიდან მოხსნეს პოლიციის პოსტები, რომლებზეც მძღოლებს ამ SMS-ნებართვებს უმოწმებდნენ. ამან ავტომობილების უზარმაზარი საცობები გამოიწვია.
ხელისუფლების ცნობით, ამ ნებართვების შემოწმებაში ჩაერთვება ქუჩის სათვალთვალო კამერები, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოხერხდება ამის გაკეთება.
• „ჩვენით არავინ ინტერესდება“. კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის ისტორია აზერბაიჯანიდან
-
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი: „რეანიმაციული განყოფილებები გადავსებულია“
სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 593 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ, პანდემიის დაწყებიდან, 26 568 ადამიანი დაინფიცირდა.
გარდაიცვალა კიდევ 6 პაციენტი. სულ, პანდემიის დაწყებიდან 459 ადამიანი დაიღუპა. 15 036 – გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყანის ყველა რეანიმაციული განყოფილება გადავსებულია:
„ყველა განყოფილებაში, 1-2 თავისუფალი ადგილია, სადაც მხოლოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე პაციენტების მოთავსება შეგვიძლია. დღეს, მათი რიცხვი, თითქმის 650-ია, მათგან 44 შეერთებულია ხელოვნური სუნთქვის აპარატზე“.
• ვის და რა დახმარებას უწევენ სომხეთში, კორონავირუსის ეკონომიკური შედეგების დასაძლევად
-
საქართველო: 8 ახალი შემთხვევა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 2 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 939 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 3080 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 242 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 817 გამოჯანმრთელდა და 15 გარდაიცვალა
-
სტატისტიკა: ავადმყოფი, გარდაცვლილი, გამოჯანმრთელებული - აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო
საქართველო აზერბაიჯანი სომხეთი ახალი ინფიცირებულები 3 556 423 სულ ინფიცირებულები 931 17 524 26 065 ახალი გარდაცვლილები 0 0 +10 გარდაცვლილები 15 214 453 გამოჯანმრთელებულები 795 9 715 14 563 -
აზერბაიჯანში, მკაცრ კარანტინს, როგორც მინიმუმ ივლისის შუამდე არ მოხსნიან
აზერბაიჯანში, გასულ დღე-ღამეში, კორონავირუსით ინფიცირების 556 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ, პანდემიის დაწყებიდან, 17 526 პირი დაინფიცირდა.
პანდემიის დაწყებიდან 214 ადამიანი დაიღუპა, 9 715 – გამოჯანმრთელდა.
აზერბაიჯანში, კორონავირუსით ინფიცირების მკვეთრი მატების გამო 21 ივნისს განახლებული მკაცრი კარანტინის რეჟიმი, სავარაუდოდ, 5 ივლისს არ დასრულდება, როგორც ეს თავდაპირველად იგეგმებოდა და კიდევ ორი კვირით გახანგრძლივდება.
„მკაცრი კარანტინის რეჟიმი უკვე გვაძლევს შედეგებს – ჩვენ არ დავუშვით, რომ აზერბაიჯანში, ინფიცირების 600 და მეტი ახალი შემთხვევა ყოფილიყო დღე-ღამეში“, – განაცხადა TƏBİB-ის (სამედიცინო სტრუქტურების მუშაობის მარეგულირებელი სპეციალური უწყება) ხელმძღვანელმა, იაგუთ გარაევმა.
“თუ არ გეშინია – არ დაინფიცირდები”. აზერბაიჯანში კარანტინი გააუქმეს – რას ფიქრობს ხალხი?
-
საქართველო: სამი ახალი შემთხვევა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 1-ლი ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 931 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 2809 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 229 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 795 გამოჯანმრთელდა და 15 გარდაიცვალა.
-
სტატისტიკა: ავადმყოფი, გარდაცვლილი, გამოჯანმრთელებული - აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო
საქართველო აზერბაიჯანი სომხეთი ახალი ინფიცირებულები 2 544 415 სულ ინფიცირებულები 928 16 968 25 542 ახალი გარდაცვლილები 0 0 +10 გარდაცვლილები 15 206 443 გამოჯანმრთელებულები 794 9 369 14 048 -
საფრანგეთი სომხეთს დაეხმარება - პრეზიდენტ მაკრონის წერილი პრემიერ ფაშინიანს
სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ინფიცირების 415 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სულ, პანდემიის დაწყებიდან, 25 542 ადამიანი დაინფიცირდა.
გარდაიცვალა კიდევ 10 ადამიანი, სულ, პანდემიის დაწყებიდან 443 პაციენტი დაიღუპა. 14 048 – გამოჯანმრთელდა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა წერილი გაუგზავნა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, სადაც აღნიშნულია, რომ „უახლოეს დღეებში, საფრანგეთი სომხეთში მოხალისე ექიმების ჯგუფს გაგზავნის და ისინი იმ მედიკოსებს შეცვლიან, რომლებიც უკვე ეხმარებიან თავის სომეხ კოლეგებს COVID-19-თან ბრძოლაში“.
წერილში ასევე საუბარია სომხეთისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფაზე:
„საფრანგეთი მზად არის, განიხილოს სომხეთისთვის 50-80 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტის გამოყოფის საკითხი, რომელიც საშუალებას მისცემს, მხარი დაუჭიროს ბიუჯეტს იმ პრობლემების ფონზე, რომელსაც სომხეთი წელს განიცდის“.
• ვის და რა დახმარებას უწევენ სომხეთში, კორონავირუსის ეკონომიკური შედეგების დასაძლევად
-
მორიგი ანტირეკორდი აზერბაიჯანში - 544 ახალი შემთხვევა 24 საათში
აზერბაიჯანში მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა – 544 ახალი შემთხვევა 24 საათში, სულ, პანდემიის დაწყებიდან, ქვეყანაში 16 968 ადამიანი დაინფიცირდა.
გარდაიცვალა კიდევ 8 ადამიანი, სულ, პანდემიის დაწყებიდან, დაიღუპა 206 პაციენტი. გამოჯანმრთელდა – 6 369.
აზერბაიჯანში კარანტინის დარღვევებისთვის დაწესებული ჯარიმის ოდენობა გაორმაგდა და ახლა ის, დაახლოებით, 117 დოლარის ექვივალენტია.
რამდენიმე დეპუტატი კარანტინის რეჟიმის დარღვევისთვის დაწესებული სასჯელის კიდევ უფრო გამკაცრებას ითხოვს. შემოთავაზებულია ჯარიმის 1000 დოლარამდე გაზრდა. დეპუტატი სავუშ ნოვრუზოვი კი იმ ადამიანების დაჯარიმების ინიციატივითაც გამოვიდა, ვინც აცხადებს, რომ კორონავირუსის არსებობის არ სჯერა.
-
2 ახალი შემთხვევა საქართველოში
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
30 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 928 შემთხვევაა დადასტურებული.
კარანტინის რეჟიმშია 2809 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 229 პირი.
კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 794 გამოჯანმრთელდა და 15 გარდაიცვალა.
-
კავკასიაში, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული წინა მოვლენების ქრონიკა