„ჩვენით არავინ ინტერესდება“. კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის ისტორია აზერბაიჯანიდან
ნასიმი ბაქოში, ერთ-ერთ სატრანსპორტო კომპანიაში, სარემონტო განყოფილებაში მუშაობს. მას COVID-19 დაუდგინეს.
„როგორ მივიღე ეს ახალი ვირუსი? ერთ დილით ვდგები და თავს არც ისე კარგად ვგრძნობ. ცოლმა თაფლიანი რძე მომცა, რათა ცოტა გონს მოვსულიყავი. შედარებით უკეთ გავხდი, წავედი ბაზარში, იქიდან კი ქალიშვილთან. აი, გზაში, გაცილებით ცუდად გავხდი. წნევა 130-მდე გაიზარდა, ტემპერატურამ მოიმატა. ვურეკავ ქალიშვილს (მას ჯერ კიდევ ეძინა), ძალიან შევაშინე. პანიკაშია და რეკავს სასწრაფოში. მოვიდა სასწრაფო, ამიღო ანალიზები. ოთხი დღის შემდეგ მოვიდა პასუხი. და აი, მომაწებეს ეს თავიანთი კორონა
- კორონავირუსის დამალვა თუ იგნორირება? ერთიც და მეორეც! ისტორია ბაქოდან
- სიკვდილის ამბავი. აზერბაიჯანში ქალი სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა
ჩემთან, ოჯახში, ვირუსს ყველა სერიოზულად უყურებდა. კარანტინის დროს ყველა წესს ვიცავდი, რაც საჭირო იყო – ხელებს ვიბანდი, სამსახურის გარდა არსად არ დავდიოდი, ყველაფერს სპირტით ვწმენდდი. სანამ ხალხი ერთ ნიღაბს ატარებდა, მე ერთდროულად ორი მეკეთა. და აი, როგორ მოხდა ყველაფერი.
ექიმები ჩვენთან არ მოვიდნენ. ვის არ მივმართეთ, გვეუბნებოდნენ, რომ „ეს მათი კომპეტენცია არ არის“. ყველაფერს თვითონ ვყიდულობთ, არანაირი ნემსი არ გამოუწერიათ.
ტელევიზიით ამბობენ, რომ ყველაფერს აკონტროლებენ, მაგრამ ეს სიცრუეა. ექიმების რაოდენობა აშკარად არასაკმარისია. ჩვენით არც კი დაინტერესდნენ.
სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა რეაქცია ჰქონდათ ახლობლებს ამ ამბავზე. თუ შეეშინდათ კიდეც, პირდაპირ მაინც არ იტყვიან.
ჩემი ცოლი მივლის. მას არაფრის არ ეშინია. ნაცნობ მედდასაც დავურეკეთ, რომელმაც სისტემა გამიკეთა – ყველა დამხმარე წამლის.
მეუღლე სახლიდან არ გადის, საჭმელი ვაჟიშვილს მოაქვს. დიახ, და მადლობა ღმერთს, მაღაზია პირდაპირ სახლის ქვეშ არის. ჩემი ბიჭი სამსახურიდან გამოუშვეს, რა თქმა უნდა, მეც.
სხვათა შორის, ჩემს ცოლ-შვილს ანალიზები აუღეს და არაფერი არ აღმოაჩნდათ! მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ჩემ გვერდით არიან. ჩემი ცოლი საერთოდ ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი სისულელეა და „ისინი მხოლოდ გეგმას ასრულებენ“.
გრიპის შესახებ ის მაინც იცი, რა არის. სურდო გაქვს, ახველებ. აქ კი არაფერი არ ხდება და გეუბნებიან, რომ კორონა გაქვს. აი, ახლა, თავს კარგად ვგრძნობ და არაფერს ვუჩივი.
ამბობენ, რომ აუცილებლად ყველა დავინფიცირდებით – სუსტებიც და ძლიერებიც. უბრალოდ, თავის დაცვას უნდა ეცადო, მხოლოდ ეს ვიცი“.