აფხაზი ბლოგერები ბრძოლას იწყებენ
ავტოტრანსპორტი ფართო საზოგადოებისთვის აფხაზეთში
ლაპარაკია იმაზე, რომ სახელმწიფო მოხელეებსა და ყველა დონის ხელმძღვანელებს აეკრძალოთ ბიუჯეტის ხარჯზე სამსახურებრივი მსუბუქი ავტომანქანების შეძენა, თუ ძრავის სიმძლავრე 150 ცხენის ძალას აღემატება, ხოლო ფასი – 500 ათას რუბლს, საბაჟო მოსაკრებლის [დაახლოებით 2,300 $] ჩათვლით.
ავტოსადგომი პრეზიდენტის მისაღებთან, სოხუმი
ბლოგერები გვთავაზობენ, აუქციონის წესით გაიყიდოს პრემიუმ კლასის ავტომანქანები, რომლებიც ამ პარამეტრებში ვერ ჯდება, მაგრამ ირიცხება საბიუჯეტო ორგანიზაციების ბალანსზე და აღებული თანხა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
თუმცა, ყველაზე მოწინავე ბლოგერებმაც კი ვერ გაბედეს აფხაზური ბიუროკრატიისათვის ძვირად ღირებული ლიმუზინებით გადაადგილების ბოლომდე აკრძალვა. გამონაკლისის სახით, ისინი შესაძლებლად მიიჩნევენ სახელმწიფო ავტოპარკში წარმომადგენლობითი კლასის 5 ავტომანქანის შენარჩუნებას ‘მაღალი დონის უცხოელი სტუმრებისა და უცხოური დელეგაციების მიღებისთვის.’
როგორც იდეის ავტორი, გუდისა მამაც-იფა ამბობს, ‘ჩემი აზრით, მსგავსი გადაწყვეტილება ერთდროულად სახელმწიფო ხაზინას ათობით მილიონი რუბლით გაზრდიდა… ხოლო ჩინოვნიკების ავტოპარკის მომსახურებისა და ყოველთვიური რემონტის, ასევე საწვავის ხარჯებს ერთბაშად შეამცირებდა.’
ხელისუფლებას ამ ინიციატივაზე ჯერ არავითარი რეაგირება არ მოუხდენია. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის პროექტში მომავალი წლისთვის გათვალისწინებულია მუხლი პრემიუმ კლასის ორი ავტომანქანის შეძენის შესახებ.