აფხაზეთში რუსეთის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
აქცია აფხაზეთში რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის მხარდასაჭერად
აფხაზეთში გაიმართა აქცია, უკრაინაში რუსეთის ომის მხარდასაჭერად. მასზე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის პრეზიდენტი ასლან ბჟანია, რომელმაც საჯაროდ დაუჭირა მხარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. წვიმიანი ამინდის მიუხედავად, მხარდამჭერ აქციაზე თითქმის 3 ათასი ადამიანი შეიკრიბა.
ზოგიერთი ადგილობრივი ექსპერტი ამბობს, რომ „აფხაზეთში ბევრი გმობს ამ ომს. მაგრამ ასეთი ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა დიდწილად თვითგადარჩენის ინსტინქტით არის განპირობებული, რადგან თუ რუსეთი დამარცხდება, ეს ძალიან ცუდი იქნება აფხაზეთისთვის“.

- რუსეთი აფხაზეთს ფინანსურ დახმარებას უმცირებს, რათა დამოუკიდებლობა ასწავლოს
- აფხაზეთის ხელისუფლებასა და ოპოზიციას ორივეს ცალ-ცალკე უყვარს რუსეთი
- მოსაზრება აფხაზეთიდან: რუსეთის მიერ ლუგანსკისა და დონეცკის აღიარება – რა იქნება შემდეგ?
მიტინგი გაიმართა ქალაქის ცენტრში, სტადიონ „დინამოზე“.
„ამ დღეებში ჩვენ რუსეთის ხალხის გვერდით ვდგავართ. რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში მიღებული ზომები მიმართულია სტრატეგიული საფრთხეების დასაძლებად როგორც რუსეთისთვის, ისე მისი ნამდვილი მეგობრებისთვის, და უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვის! მე, როგორც ქვეყნის მეთაური, აფხაზეთის რესპუბლიკის მთელი ხელმძღვანელობა და ჩვენი მრავალეროვანი ხალხი მთლიანად ვუჭერთ მხარს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინს“, – განაცხადა აფხაზეთის პრეზიდენტმა.

გამომსვლელებმა მკვეთრად გააკრიტიკეს დასავლეთის ქვეყნების და ნატოს პოლიტიკა.
„უკრაინის დრამატული მოვლენების ცენტრში დგას შეერთებული შტატების ექსპანსიონისტური პოლიტიკა, რომელიც აწესებს თავის ფსევდოდემოკრატიულ ღირებულებებს მთელ მსოფლიოში საკუთარი ჰეგემონიის შესანარჩუნებლად“, – განაცხადა ერთ-ერთმა გამომსვლელმა, დეპუტატმა ილია გუნიამ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე, აფხაზეთმა აღიარა ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, რომლებიც ცნო რუსეთმა, აგრეთვე, თავშესაფარი მისცა ათობით იქიდან ლტოლვილს – ძირითადად, ქალებსა და ბავშვებს.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო