აფხაზეთში ოპოზიციამ საპროტესტო აქცია დაიწყო, ხელისუფლებას შტურმის ეშინია. ვიდეო
საპროტესტო აქცია აფხაზეთში
აფხაზეთში ოპოზიცია სამთავრობო შენობების კომპლექსიდან ას მეტრში საპროტესტო აქციას მართავს. ხელისუფლება შიშობს, რომ აქცია პრეზიდენტის სასახლის შტურმში გადაიზრდება.
სამთავრობო შენობების კომპლექსი სოხუმში აუღებელ ციხესიმაგრეს დაემსგავასა. მთელი კვარტალი ერთმანეთზე შედუღებული ლითონის ღობეებით არის შემოვლებული. გარდა ამისა, კომპლექსის მისადგომების პერიმეტრი სასკოლო ავტობუსებითა და პოლიციის მანქანებით არის ჩახერგილი. შემთხვევის ადგილზე ყველა ძალოვანი უწყების თანამშრომლები არიან მობილიზებული.
- აფხაზეთი: ბჟანია დეპუტატებთან არ მივიდა, რამაც მისი ოპონენტების აღშფოთება გამოიწვია
- კომენტარი: ასლან ბჟანია თავდაცვით მდგომარეობაში გადავიდა
- რა ელის ქართულ ენას გალის სკოლებში – რეპორტაჟი კონფლიქტის ორივე მხრიდან
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ აფხაზეთში არსებული კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა. მას საყვედურობენ ქვეყანაში ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის გამო, რის შედეგადაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ელექტროენერგიის გრაფიკი მოქმედებს.

ამასთან ერთად, პრეზიდენტს საყვედურობენ იმის გამო, რომ პანდემიასთან ბრძოლა თვითდინებაზეა მიშვებული. კივიდის საწინააღმდეგო ზომები მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, სინამდვილეში კი არ არის დაცული.
ოპოზიცია პრეზიდენტს მართლმსაჯულების სფეროში ორმაგ სტანდარტებშიც ადანაშაულებს და მიაჩნია, რომ იგი ერთის მხრივ ხელს აფარებს საკუთარ გარემოცვას, მეორე მხრივ კი ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს დევნის.
აქციის წინა დღეს პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოსახლეობას მოუწოდა, არ აჰყვნენ პროვოკაციებს და არ მივიდნენ ოპოზიციის აქციაზე.
