აფხაზეთში COVID-ის საწინააღმდეგო შეზღუდვები გაუქმდა
აფხაზეთში COVID-ის საწინააღმდეგო შეზღუდვები გაუქმდა
აფხაზეთში COVID-ის საწინააღმდეგო შეზღუდვები გაუქმდა. შემთხვევების მკვეთრი კლების გამო, დაიხურება სპეციალიზებული საავადმყოფოებიც.
COVID-19-ის შემთხვევების სტაბილური კლება მარტის დასაწყისიდან გამოიკვეთა.
მას შემდეგ ახალი ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური შემცირება დაიწყო. ახლა ეს მაჩვენებელი დღეში მხოლოდ რამდენიმეს შეადგენს.
- როგორ ერგებიან აფხაზეთში ომსა და მშვიდობას
- მოსაზრება: როგორ ეხმარება ეგოიზმი და უპასუხისმგებლობა ვირუსს აფხაზეთში
- აფხაზეთი: „როგორ დავრჩით პანდემიასთან ერთი ერთზე“
საავადმყოფოები და სპეციალიზებული განყოფილებები, რომლებიც ჯერ კიდევ თებერვალში, COVID-19-ით დაავადებული პაციენტებით გადატვირთული იყო, აპრილის დასაწყისში დაცარიელდა.
შემთხვევების შემცირების გამო, მთავრობამ გადაწყვიტა დახუროს კოვიდ საავადმყოფოები და განყოფილებები სოხუმში, გაგრაში, ტყვარჩელსა და ოჩამჩირეში.
ამ ეტაპზე, კორონავირუსთან საბრძოლველად ერთადერთ სამედიცინო ცენტრად გუდაუთის მთავარი კოვიდ ჰოსპიტალი რჩება.
პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 53 000 ადამიანს შეადგენს. რეგისტრირებულია 682 გარდაცვალების შემთხვევა.
აფხაზეთში COVID-ის საწინააღმდეგო შეზღუდვები გაუქმდა
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო