ასლან ბჟანიას ყოფილი თანაშემწე ისევ სკანდალის ეპიცენტრშია - ამჯერად კონტრაბანდის გამო
ასლან ბჟანიას ყოფილი თანაშემწე, ლაშა საკანია რუსეთიდან კრიპტოვალუტის წარმოებისთვის საჭირო აპარატის კონტრაბანდულად შეტანისთვის დააკავეს. 2020 ზაფხულში, ჯერ კიდევ პრეზიდენტის თანაშემწის რანგში მყოფი საკანია სხვა სკანდალში გაეხვა – მან კოორდინირება გაუწია აფხაზეთში ქართველი პოლიტიკოსების ვიზიტს, რომლებმაც ილორის მონასტერში ხატი ჩაიტანეს. მაშინ გაირკვა, რომ ეს ვიზიტი არავისთან არ იყო შეთანხმებული.
მაინინგისთვის საჭირო აპარატურა, რომელიც აფხაზეთში აკრძალულია, როგორც თავად მაინინგი, საკანიამ პარლამენტის დეპუტატის, ილია გუნიას კუთვნილი სამსახურებრივი ავტომობილით ჩაიტანა.
საკანიამ ცოტა ხნის წინ დაიწყო მის თანაშემწედ მუშაობა.
თუმცა, მან სამსახური უკვე დაკარგა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კონტრაბანდის შემოტანის მცდელობის გამო, ლაშა საკანია პოსტიდან გაათავისუფლეს. დეპუტატმა, ვის თანაშემწედაც ის მუშაობდა, განაცხადა, რომ არაფერი იცოდა აღჭურვილობის შემოტანაზე.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო