აფხაზ ტიკ-ტოკერს, რომელიც აფხაზეთს საქართველოს ნაწილად ხედავს, ღალატში ადანაშაულებენ
აფხაზ ტიკ-ტოკერს ღალატში ადანაშაულებენ
აფხაზეთში ტიკ-ტოკის ბლოგერი ღალატში დაადანაშაულეს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ „დაურ ბუავა აფხაზეთის საქართველოში შესვლის პროპაგანდას ეწევა“.
სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი დაურ ბუავას პირად გვერდზე – @tarielovich78-ზე გამოქვეყნებული მასალები გახდა.
- აფხაზეთის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე საქართველოსთან ვაჭრობის დაკანონების მომხრეა
- მშვიდობის ოაზისი “მეორე ფრონტის” ნაცვლად. მოსაზრება აფხაზეთიდან
„ვიდეოების ავტორი, საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას წარმოებულ პროპაგანდაში ხაზს უსვამს აფხაზეთის რესპუბლიკის საქართველოსთან შეერთების სამომავლო დადებით ასპექტებს. ამგვარად, ის დახმარებას უწევს უცხო სახელმწიფოს მტრული ქმედებების განხორციელებაში, რომელიც ხელყოფს აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას“, – ნათქვამია აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
კერძოდ, ამ ვიდეოში ბუავა ამბობს, რომ „საქართველოს ხელისუფლებამ, პრეზიდენტის წარმომადგენლობით, გამოხატა თავისი პოზიცია აფხაზეთთან და ცხინვალთან დაკავშირებით. და მიუხედავად ზოგი ადამიანის პროპაგანდისა, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ თბილისი მოწოდებულია საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ“.
@tarielovich78 #абхазия #грузия #кавказ #украина #россия #азербайджан ♬ original sound – Даур
ქალაქ ტყვარჩელის მცხოვრებმა 27 წლის დაურ ბუავამ აფხაზეთი დაახლოებით ორი წლის წინ დატოვა და მუდმივად საქართველოში ცხოვრობს, – იუწყება აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
ბუავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის პრეტენზიები აქვთ რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებსაც. 2015 წელს ის ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილ ძებნილთა სიაში შეიყვანეს.
აფხაზეთის სისხლის სამართლის კოდექსში სამი წლის წინ შეტანილი ცვლილებების თანახმად, “აფხაზეთის მოქალაქეების მონაწილეობა აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსის შეცვლის შესახებ მოლაპარაკებებში, ასევე აგიტაცია და პროპაგანდა რესპუბლიკის ნებისმიერ სახელმწიფოში შესვლის შესახებ, არის სისხლის სამართლის დანაშაული და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 10-დან 15 წლამდე”.
ახალ ვიდეოში ბლოგერი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ აფხაზეთში ნეგატიური პროპაგანდა დაიწყო. „ეს სრული აბსურდია. ჩემს ქმედებებში არაფერია უკანონო. მე არანაირ საფრთხეს არ ვქმნი. მე მხოლოდ მშვიდობის მომხრე ვარ”.
@tarielovich78 #обсурд #кавказ #грузия #абхаз #украина #европа ♬ original sound – Даур
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო