კორონავირუსი არქივი- 03.11.2020 საქართველოში ვირუსის 1943 ახალი შემთხვევაა. დღევანდელ სტატისტიკაში პრემიერიც მოხვდა გაზიარება გაზიარება გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში 20 ადამიანი გარდაიცვალა covid-19-ით. გასული დღე-ღამის განმავლობაში 1833–ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. 1943 შემთხვევა დღე-ღამეში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დღიდან. წინა პიკი – 1941 შემთხვევა 24 ოქტომბერს დაფიქსირდა. გუშინ, ანუ წინა დღეს, 91-ით ნაკლები შემთხვევა იყო. 3 ნოემბრის სტატისტიკა მოხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილიც. ვირუსის გავრცელების გეოგრაფია ასეთია: ახალ შემთხვევაში უმრავლესობა (650) თბილისიში გამოვლინდა. მეორე ადგილზეა აჭარა. თბილისი – 650;აჭარა – 506;იმერეთი – 324;ქვემო ქართლი – 46;შიდა ქართლი- 100;გურია – 47;სამეგრელო-ზემო სვანეთი – 200;კახეთი – 23;მცხეთა-მთიანეთი – 39;სამცხე-ჯავახეთი – 4;რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4. _________ სულ საქართველოში დადასტურებულია 44 522 შემთხვევააქედან:გარდაცვლილი – 362აქტიური შემთხვევა (ანუ ახლა არიან ავად) – 15 527გამოჯანმრთელებული – 28 633
დრონების შემდეგ პარაპლანები: აზერბაიჯანი ირანიდან ნარკოტიკების საჰაერო გზით კონტრაბანდის შემთხვევებზე იუწყება
"ტორტი საქართველოს გარეშე ნაწილდება" - როგორ შეიძლება ქვეყანა ახალ სატრანზიტო რუკაზე თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდეს. მოსაზრება
ჰიჯაბის გამო დაწყებული უთანხმოების შემდეგ ერდოღანი ბაქოში ჩადის. რა დათმობებზე წავიდა ანკარა და რას ითხოვს ბაქო?
სომხეთთან „ომი არ არის“, თუმცა აზერბაიჯანი სახელმწიფო ბიუჯეტის 20,8%-ს თავდაცვაზე გამოყოფს. რაში დაიხარჯება ეს თანხა?