აფხაზეთში მეთევზეებმა წითელ წიგნში შეტანილი სვია დაიჭირეს და დაჯარიმდნენ. ვიდეო
აფხაზეთში, გაგრაში, მეთევზეებმა უზარმაზარი, 200-კილოგრამიანი სვია დაიჭირეს. ამაყებმა, ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში განათავსეს.
მაგრამ სვია – იშვიათი თევზია, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი. საბოლოოდ, მეთევზეებს ბრაკონიერობის გამო ლიცენზია ჩამოერთვათ და ჯარიმა დაეკისრათ.
მათ სვია შემთხვევით დაიჭირეს. ბადე კამბალასთვის იყო განკუთვნილი, რომლის სამრეწველო დაჭერაც, ასევე აკრძალულია. საბოლოოდ, კამბალასთან ერთად, ბადეში სვიაც გაება.
7 კამბალისა და ერთი სვიას დაჭერის გამო, მეთევზეებმა 350 დოლარის ოდენობის ჯარიმა გადაიხადეს.
როგორც ეკოლოგიის სამსახურის თანამშრომლებმა დაადგინეს, სვიამ ბადეში სამი დღე-ღამე გაატარა. როდესაც მეთევზეებმა ის ამოიყვანეს, მისი ხორცი უკვე გამოუსადეგარი იყო. თევზი, სიგრძეში, დაახლოებით, ორნახევარი მეტრი იყო და 200 კილოგრამზე მეტს იწონიდა.
სვია – ზუთხისებრთა ოჯახის თევზია. ის კასპიის, აზოვისა და შავ ზღვებში ბინადრობს, საიდანაც ქვირითობისთვის მდინარეებში გადის. იგი შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე დიდ მტკნარი წყლის თევზად, რადგან ამ სახეობის დაჭერილი ეგზემპლარის მასამ ტონანახევარს მიაღწია.