საქართველოში სოხუმის დაცემის დღეს იხსენებენ
საქართველოში დღეს უახლოესი ისტორიის ტრაგიკულ თარიღს იხსენებენ – სოხუმის დაცემიდან 25 წელიწადს, იმ დღეს, როდესაც საქართველოს არმიამ აფხაზეთის დედაქალაქი დატოვა.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დაწესებულებებზე დროშები დაშვებულია.
ომის დროს დაღუპულთათვის პატივის მისაგებად, თბილისში გმირთა მემორიალთან მათი ოჯახის წევრები და ახლობლები მივიდნენ.
მემორიალთან ყვავილები მიიტანეს საქართველოს მთავრობის წევრებმაც.
• აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, ის 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზური და ჩრდილო-კავკასიური ძალების წინააღმდეგ საქართველოს შეიარაღებულ ძალების დამარცხებით დასრულდა. ზოგიერთი მონაცემების მიხედვით, შეიარაღებულმა კონფლიქტმა 13 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დევნილად იქცა დაახლოებით 300 ათასი ადამიანი, უმეტესწილად ეთნიკური ქართველები.
• 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მთავრობამ აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. საქართველოს მთავრობამ, თავის მხრივ, ეს ტერიტორია ოფიციალურად გამოაცხადა ოკუპირებულად.