საფრანგეთის ქალაქ ნიცაში სატვირთო ავტომანქანის თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 84 ადამიანი გარდაიცვალა, 200-ზე მეტი კი დაშავდა. დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც. გარდაცვლილებს შორის – 1 სომხეთის, 1 -რუსეთის, 1 – უკრაინის და 2 ამერიკის მოქალაქეა.
პასუხისმგებლობა ტერაქტზე საკუთარ თავზე აიღო ორგანიზაცია “ისლამურმა სახელმწიფომ”. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია “ალ-ჯაზირამ” გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, ტერორიტებმა ეს ინფორმაცია საკუTარი საინფორმაციო არხებით გაავრცელეს.
ფოტო: The New York Times
სატვირთო ავტომობილი ხალხში მაშინ შევარდა, როცა ღამის 11 საათზე ნიცას ცენტრში შეკრებილი მოქალაქეები ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდნენ. სატვირთო მანქანამ დაახლოებით 2 კილომეტრი 60 კმ/სთ სიჩქარით იარა ხალხში. შემდეგ კი ავტომობილის მძღოლმა 31 წლის მოჰამედ ლაჰუაიეჯ ბულელიმ შეკრებილ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. ის პოლიციელებმა მოკლეს.
თავდამსხმელი ტუნისელი ფრანგია, რომელიც ნიცაში ცხოვრობდა. ის რამდენჯერმე სხვადასხვა დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი, თუმცა ტერორიზმთან კავშირში არ იყო შემჩნეული.
ფოტო: Reuters
საფრანგეთის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა და 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება; ასევე, უსაფრთხოების უზუნველსაყოფად რეზერვისტები გამოიძახეს. მთავრობა მოქალაქეებს სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს.
სატვირთო ავტომანქანით თავდასხმას წინ ისლამური სახელმწიფოს მიერ პარიზის ერთ-ერთ კლუბში 2015 წლის ნოემბერში განხორციელებული ტერაქტი უძღოდა, რასაც 130 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ფოტო: indianexpress.com
მსგავსი თავდასხმა საფრანგეთში 2014 წელსაც მოხდა
დეკემბრის თვეში სხვადასხვა დღეს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ტროტუარზე გამიზნულად შევარდა ორი ავტომანქანა. ერთ-ერთი მძღოლი ყვიროდა “Allahu Akbar”-ს, რაც ნიშნავს “დიდება უფალს”. შემთხვევა ქალაქ დიჟონში მოხდა და მაშინ 13 ადამიანი დაშავდა. 40 წლის მძღოლი მენტალურად დაავადებული იყო, და არ ჰქონდა კავშირი ჯიჰადისტებთან.
მეორე დღეს თეთრი სატვირთო ავტომობილი საშობაო ბაზრობაზე შევარდა, ქალაქ ნანტში. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი პირი და დაშავდა – 9. მძღოლმა რამდენიმე თვითდაზიანება მიიყენა. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით 2016 წელს ციხეში სასამართლოს პროცესის დასრულებამდე დაასრულა.