8 თვის მონაცემებით, საქართველოში ბავშვზე ძალადობის 1146 ფაქტი დაფიქსირდა
2020 წლის იანვარი- აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ბავშვზე ძალადობის 1146 ფაქტი დაფიქსირდა. ბავშვზე ძალადობასთან დაკავშირებულ საჯარო ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოზე დაყრდნობით.
საქართველოში 29 800 ბავშვს სახლში წყლითა და საპნით ხელის დაბანის პირობები არა აქვს – UNICEF
ბულინგი საქართველოს სკოლებში: როდესაც არ შეიძლება იყო განსხვავებული
ოჯახური ძალადობა ჩრდილოეთ კავკასიაში: ტრადიცია კანონზე მაღლა დგას
ინფორმაციის თანახმად, იმ შემთხვევიდან, რომელზეც მიმართვა სააგენტოში შევიდა, 55 სექსუალურ ძალადობას ეხება, 19 – სუიციდის მცდელობას, 87 – ადრეულ ქორწინებასა და არასრულწლოვნის ორსულობას, ფიზიკური ძალადობა კი 256 შემთხვევაში დაფიქსირდა.
უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის ამავე მონაკვეთში ბავშვზე განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით სააგენტოში 1624 მიმართვა შევიდა.