ევროპარლამენტმა აზერბაიჯანის ხელისუფლებას ჟურნალისტ აფგან მუხტარლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა
15 ივნისს ევროპის პარლამენტმა, სხვა საკითხებთან ერთად, ბაქოში პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმეც განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო.
ბრიუსელში დაფუძნებულმა ევროპარლამენტმა აზერბაიჯანის მთავრობას მოუწოდა “დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ და ყველა ბრალდება მოუხსნან გამომძიებელ-ჟურნალისტ მუხტარლის”.
ევროპარლამენტის რეზოლუციაში ასევე ნათქვამია , რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ “უნდა შეწყვიტოს ჟურნალისტებისა და სამართალდამცავების შერჩევითი, დანაშაულებრივი დევნა და დაპატიმრება, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი და სამართლიანი სასამართლო განხილვის ნორმების დაცვა უზრუნველყოს”.
აფგან მუხტარლის საქმის შესახებ უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ JAMnews-ის ინფორმაციაში აქ წაიკითხოთ: