აზერბაიჯანის ობსერვატორია გვატყობინებს, თუ როდის დადგება გაზაფხული
შამაჰინის ასტრფიზიკური ობსერვატორიის დირექტორის მოადგილემ ხიდირ მიხაილოვმა სააგენტო АПА-ს აცნობა თარიღები, თუ როდის უნდა აღინიშნის ნოვრუზის წინასადღესასწაულო, ოთხი სტიქიისადმი მიძღვნილი სამშაბათები.
პირველი სამშაბათი 21 თებერვალს უნდა აღინიშნოს (წყლის სამშაბათი), შემდეგ ცეცხლის სამშაბათი, ქარის და ბოლოს – მიწის სამშაბათი -14 მარტი.
შემდეგ АПА იტყობინება: „ხ. მიხაილოვმა დასძინა, რომ აზერბაიჯანში გაზაფხული 20 მარტს დადგება, ბაქოს დროით 14:29.
- ნოვრუზი – უძველესი ზოროასტრიული დღესასწაული. ძველად აზერბაიჯანში,, ისევე როგორც აზიის ზოგ ქვეყანაში, საგაზაფხულო დღე-ღამის გათანაბრება ახალი წლის დასაწყისად მიიჩნეოდა.
- ნოვრუზის დროს ამზადებენ ტრადიციულ ტკბილეულს და ახტებიან კოცონს. გამოკითხვების თანახმად აზერბაიჯანელები ამ დღესასწაულს მთავარ ეროვნულ დღესასწაულად მიიჩნევენ.
- ნოვრუზის დადგომამდე ოთხი სამშაბათი ოთხ სტიქიის სიმბოლოდ მიიჩნევა , და ასევე განსაკუთრებული ადათებით აღინიშნება
გამოქვეყნებულია: 25.01.2017