წინასადღესასწაულო ერევანი
ქალაქის ცენტრში, ჩრდილოეთის პროსპექტზე წინასაშობაო და წინასაახალწლო ბაზარი გაიხსნა.
აქ ნებისმიერი გემოვნების შესაფერისი საახალწლო საჩუქრების და მოსართავების ყიდვა შეგიძლიათ.
ყველა მაღაზია, კაფე, რესტორანი და არტსალონი ამჯერად ახალი წლის ატრიბუტებით ცდილობს კლიენტების მიზიდვას.
არის ისეთი ადგილებიც, სადაც გამვლელებს უფასოდ უმასპინძლდებიან.
ზორბა თოვლის პაპა შორიდანვე ჩანს. მისი მიზანიც ადამიანების მიზიდვაა.
მის მრავალ კოლეგას ქალაქის ყველაზე განაპირა უბნებშიც კი წააწყდებით.
ამ სახლის ბინადრები, დიდი ხანია, იმისთვის იბრძვიან, რომ ეს შენობა არ დაანგრიონ. მათაც მორთეს სახლი, თანაც ისე, რომ საკუთარი მოთხოვნებიც არ დავიწყებიათ.
რესპუბლიკის მოედანსაც რთავენ – ნელა, მაგრამ გულდასმით.