არქივი- 18.12.2017 ქართველმა ძიუდოისტებმა რუსეთში სამი ოქროს მედალი მოიპოვეს ჯემნიუსი თბილისი გაზიარება გაზიარება სანკტ -პეტერბურგში, ძიუდოს მსოფლიო მასტერზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი ოქროს მედალი მოიპოვეს. -90 კგ-ში ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში სამხრეთ კორეელი დონგან გვაკი დაამარცხა; – 100 კგ-ს წონითი კატეგორიის ფინალში ვარლამ ლიპარტელიანმა ჰოლანდიელ მიხაელ კორელს მოუგო, ხოლო ოთარ თუშიშვილმა (+100 კგ) ბრაზილიელი დავიდ მოურა დაამარცხა. შესაბამისად, რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბუგში მიმდინარე ერთ-ერთ პრესტიჟულ ტურნირზე გუშინ საქართველოს ჰიმნი სამჯერ გაისმა. მთლიანობაში ქართველმა ძიუდოისტებმა ტურნირზე 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიგეს. Go to top
რუსეთი თბილისს სოხუმთან და ცხინვალთან ძალის არგამოყენების შეთანხმებისა და „საზღვრების“ დელიმიტაციისკენ მოუწოდებს
მოსაზრება: ირაკლი კობახიძის ვრცელი ანგარიში შეიძლება ნიშნავდეს, რომ მისი გადადგომისთვის ყველაფერი შემზადებულია
საქართველოში ორი გერმანული ფონდი დაიხურა. ორგანიზაციები გადაწყვეტილებას მთავრობის შეზღუდვებს უკავშირებენ