სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატურები ჩავარდა
ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატურები ჩავარდა. სტრასბურგის სასმართლოს მოსამართლეთა ამრჩევმა კომიტეტმა სამივე კანდიდატი დაიწუნა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ამ პოზიციაზე კონკურსი ხელახლა უნდა ჩატარდეს.
ოპოზიცის წარმოადგენელთა აზრით, ამის მიზეზი კანდიდატთა არაკვალიფიციურობა გახდა. სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი კანდიდატურების ჩავარდნას ოპოზიცია “საქართველოს ხელისუფლების მარცხს” უწოდებს და მიიჩნევს, რომ კანდიდატების ჩავარდნით საქართველოს ინტერესებს სერიოზული ზიანი მიადგა.
ხელისფულების წარმომადგენლები კი ამბობენ,რომ კანდიდატების ჩავარდნა კარგი არ არის, თუმცა საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომლის შემთხვევაშიც ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული
სტრასბურგის სასამართლოზე წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატურის ჩავარდნას იუსტიციის მინისტრი ოპოზიციას და ომბუდსმენს აბრალებს. „მე ძალიან დიდი გულისტკივილით ვადევნებ თვალს იმას, რომ საქართველოსთვის, ჩვენი სამშობლოსთვის ამ სიის დაბრუნებას სიხარულის ყიჟინით შეხვდა ნაციონალური მოძრაობა. ამ სიის საწინააღმდეგოდ იმუშავა ასევე საქართველოს ომბუდსმენმა, რომელიც ცოტა ხნის წინ იყო ჩასული სტრასბურგში და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, ამ სიისთვის არ დაეჭირათ მხარი. ასევე იმუშავა ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმაც,“- განაცხადა თეა წულუკიანმა
იუსტიციის მინისტრის თქმით, მან ჯერ არ იცის, როგორ დაგეგმავს ახალი კონკურსის ჩატარებას. მისი თქმით, კანდიდატთა ახალი სია, ალბათ, წლის განმავლობაში შედგება.
საქართველოდან ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად წარდგენილი იყვნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდე ბარამიძე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტი გიორგი ბადაშვილი. სამი კანდიდატურიდან მოსამართლედ ერთი უნდა დანიშნულიყო.
სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან არჩეულ მოსამართლეს – ნონა წოწორიას ვადა 2017 წლის იანვარში ეწურება.