სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები შესაძლოა "მინსკის ჯგუფთან" ერთად ერთმანეთს შეხვდნენ
ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან ერთად, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან მისი შეხვედრის შესაძლებლობა განიხილეს.
თუმცა, ამ მოლაპარაკებების შესახებ ოფიციალურ განცხადებაში მიღწეული შეთანხმებების შესახებ არაფერია ნათქვამი.
იუწყებიან, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენელი, ერევანში ვიზიტის ფარგლებში, სერჟ სარგსიანთან ერთად ყარაბაღის ზონაში არსებულ სიტუაციას და მისი მშვიდობიანად დარეგულირების შესაძლებლობებს განიხილავდნენ. აღინიშნა ასევე, რომ მნიშვნელოვანია დარეგულირების საკითხში მხარეთა მხრიდან ვალდებულებების შესრულება.
სომხეთის საექსპერტო-პოლიტიკურ წრეებში საგსიანი-ალიევის შესაძლო შეხვედრის პერსპექტივების თაობაზე მოსაზრებები გამოითქვა;
მმართველი უმრავლესობის დეპუტატი მიგრან აკოპიანი მიიჩნევს:
„რასაკვირველია, პრეზიდენტების შეხვედრას შეუძლია და ამის დიდი შანსია, რომ მოლაპარაკებების პროცესს ახალი იმპულსი შესძინოს, მაგრამ გულუბრყვილოები არ უნდა ვიყოთ, და არ უნდა გვეგონოს, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა მოლაპარაკებების პროცესში წინ გადადგმული ნაბიჯი გახდება“.
ოპოზიციური დეპუტატი არტაკ ზეინალიანი მიიჩნევს, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტების დონეზე გამართული შეხვედრა მოლაპარაკებების პროცესს გაააქტიურებს, იმის მიუხედავად, თუ რამდენად განხორიციელდა წინა შეხვედრების დროს მიღწეული შეთანხმებები.
„სასურველია, რომ ეს შეხვედრა შედგეს. თუკი ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრობლემის გადაწყვეტისას მშვიდობიან დარეგულირებას ალტერნატივა არ გააჩნია, მაშინ მოლაპარაკებები აუცილებელია“, – აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.
სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ აქტიურად ალაპარაკდნენ სექტემბრის ბოლოდან, როდესაც ამ ქვეყნების საგრეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელები ნიუ-იორკში შეხვდნენ. ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა მინისტრებთან ერთად სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრის მომზადების საკითხი განიხილეს.
პუბლიკაციის ტერმინები, ტოპონიმები და იდეები აუცილებელი არ არის, რომ JAMnews-ისა და მისი ცალკეული თანამშრომლების აზრებსა და იდეებს ემთხვეოდეს. JAMnews იტოვებს უფლებას, წაშალოს პუბლიკაციებისთვის დართული ის კომენტარები, რომლებიც შესაძლოა, შეურაცხყმყოფელად, მუქარის შემცველად და ძალადობის მოწოდებად, ან სხვა მიზეზებით ეთნიკურად მიუღებლად შეფასდეს.