სომხეთის და აზერბაიჯანის მინისტრები სექტემბერში შეხვდებიან
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ნიუ-იორკში შეხვდებიან. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა სომხურ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან ასევე თქვა, რომ შეხვედრა სექტემბერში შედგება.
„შეხვედრის დღის წესრიგში ის საკითხებია, რაზეც არაერთხელ გვითქვამს: მოლაპარაკებათა პროცესის განვითარებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა“, – აღნიშნა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ბოლოს 11 ივნისს შეხვდნენ.
ედვარდ ნალბანდიანმა ასევე განაცხდა, რომ მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია: „ველოსიპედის გამოგონება რთულია. რა არის, და რა იყო – ამის ირგვლივ წარვმართავთ მოლაპარაკებებს“.
სამხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით ნალბანდიანმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არაფერი განსაზღვრული არ არის.