სომხეთის ახალი მთავრობა „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ ავტომაგისტრალის მშენებლობას გააგრძელებს
სომხეთის ახალი მთავრობა „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ პროექტზე უარის თქმას არ აპირებს.
გზის მშენებლობა, რომელმაც ქვეყნის ჩრდილოეთი სამხრეთთან უნდა დააკავშიროს, 2012 წელს დაიწყო, თუმცა აქამდე ექსპლუატაციაში ხუთი მონაკვეთიდან მხოლოდ ერთია შესული. ხელისუფლებამ მშენებლობის დასასრულებლად დაფინანსება უნდა მოიპოვოს, და როგორც ჩანს, ეს უფრო საერთაშორისო კრედიტორების ფული იქნება.
„ამჟამად თუკი ვინმე ამ გზის მშენებლობის ვადებზე განცხადებას გააკეთებს – ეს არასერიოზული იქნება. ამის შესახებ მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი ლაპარაკი, როდესაც დაფინანსების საკითხს სრულად გადავჭრით. ასევე მაშინ, როდესაც წინასწარი გაზომვებისა და გათვლების შესახებ ყველა მონაცემი ხელთ გვექნება“, – განაცხადა სომხეთის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრმა აშოტ აკოპიანმა.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ გზის ერთი მონაკვეთი 3,6 მილიონი დოლარი ეღირება, ხოლო რთულ მონაკვეთებზე ფასი 12 მილიონ დოლარს მიაღწევს. ყველაზე მოკრძალებული გამოთვლებითაც კი, 490 კილომეტრის სიგრძის მაგისტრალი მთლიანობაში 2 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდება.
„პროექტის წინასწარი ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს შეადგენდა, თუმცა ყველასთვის თვალსაჩინოა, რომ მოცემული თანხა იზრდება. რადგან ჩვენ პირველი კლასის გზა გვინდა მივიღოთ. და კიდევ, ჩვენ დიდი რაოდენობით გვირაბი და ხიდი გვაქვს, განსაკუთრებით სისიანის მიდამოში.
„ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ამ გზის მშენებლობა დავასრულოთ. მას ჩვენთვის უდიდესი ეკონომიკური მნიშვნელობა ექნება. მაგისტრალი ჩრდილოეთიდან საქართველოსთან დაგვაკავშირებს, სამხრეთიდან კი – ირანთან. სომხეთს შეუძლია სატრანზიტო ქვეყანა გახდეს“, – განაცხადა აშოტ აკოპიანმა.
„ჩრდილოეთი-სამხრეთის ავტომაგისტრალს“ სომხეთი კრედიტორების თანხებით აშენებს. სესხის ძირითადი ნაწილი აზიის განვითარების ბანკის ანგარიშზეა. 2015 წლიდან სომხეთმა სესხის დაფარვა უკვე დაიწყო.
ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის სპეციალისტი ვაგე დავიტიანი მიიჩნევს, რომ ღირებულების მკვეთრად გაზრდის გამო, პროექტმა თავდაპირველი მიმზიდველობა დაკარგა: