საქართველო Freedom house-ს ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაშია
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის „ფრიდომ ჰაუსის“ ახალი ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად რჩება. ყოველწლიური ანგარიშის “თავისუფლება მსოფლიოში 2017” მიხედვით, საქართველოს საერთო მაჩვენებელი 100 შესაძლებლიდან 64-ია. ორგანიზაციის შეფასების სისტემის მიხედვით, საქართველოს იგივე ქულა ჰქონდა მინიჭებული გასულ წელსაც.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოში მეზობელ ქვეყნებთან შედარებით დემოკრატიის თვალსაზრისით უკეთეს მდგომარეობაა და 2012 წელს ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დემოკრატიის ხარისხი ოდნავ გაუმჯობესდა.
“პრობლემებია ტელევიზიების მფლობელებთან დაკავშირებით. ასევე პრობლემებია კანონის უზენაესობაში. დროდადრო იყო პრობლემები ბრალდებებთან დაკავშირებით, პოლიტიკურ გასამართლებებთან დაკავშირებით, თუმცა საქართველოს, მის მეზობლებთან და ევრაზიის სხვა ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ კარგი მდგომარეობა აქვს. ჩვენ არ ვართ უკმაყოფილოები საქართველოს მიმართულებით და დემოკრატიული საზოგადოებით რთულ სამეზობლოში,“ – გზნუცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს Freedom house-ის წარმომადგენელმა არჩი პადინგტონმა.
„ფრიდომ ჰაუსი“ ქვეყნებს თავისუფლების ხარისხის მიხედვით სამ კატეგორიად ყოფს: თავისუფალი, ნაწილობრივ თავისუფალი და არათავისუფალი.
2017 წლის ანგარიშის მიხედვით ,195 სახელმწიფოს შორის მხოლოდ 87 (45%) შეფასდა, როგორც თავისუფალი. 59 ქვეყანა (30%) ნახევრად თავისუფალთა სიაში მოხვდა. 49 (25%) სახელმწიფოს კი “ფრიდომ ჰაუსი” თავისუფლად არ მიიჩნევს.
რაც შეეხება საქაღთველოს მეზობელ ქვეყნებს – რუსეთი 100-დან 20 ქულით და აზერბაიჯანი 14 ქულით არათავისუფალ ქვეყნებად შეფასდნენ. თურქეთი (38 ქულით) და სომხეთი (45) ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნებს განეკლუთვებუიან.