საქართველოში პენსია 20 ლარით გაიზარდა
2019 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოშ პენსია 20 ლარით იზრდება – ყველა პენსიონერი ყოველთვიურად, 180 ლარის ნაცვლად 200 ლარს მიიღებს.
პენსია 20 ლარით იზრდება შშმ პირებისთვისაც. კერძოდ, მკვეთრად გამოხატული 1-ელი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები 180 ლარის ნაცვლად 200 ლარს მიიღებენ, მე-2 ჯგუფის შშმ პირები კი 100 ლარის ნაცვლად 120 ლარს. შშმ ბავშვები კი პენსიის სახით 180 ლარის ნაცვლად 200 ლარს მიიღებენ.
ბოლოს პენსია საქართველოში 2016 წლის ივლისში გაიზარდა და 180 ლარი გახდა.
ხელისუფლების მტკიცებით, ზუსტად ერთ წელიწადში – 2020 წლის 1 იანვარს პენსია კიდევ 20 ლარით გაიზრდება.
დღეს საქართველოში დაახლოებით 745 ათასი პენსიონერია.
საპენსიო ასაკი ქალებისთვის 60 წელია, კაცებისთვის – 65.
სახელმწიფო ბიუჯეტში საპენსიო ხარჯი ინფრასტრუქტურული პროექტების შემდეგ მეორე ადგილზეა. 2019 წლის ბიუჯეტში გასულ წელთან შედარებით ეს ხარჯი იზრდება და ჯამურად 2 მილიარდ ლარს მიაღწევს. 2018 წელს პენსიაზე 1.7 მილიარდი ლარი დაიხარჯა.
• მიმდინარე წლის ნოემბერში საქსტატმა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 174,3 ლარით განსაზღვრა. საარსებო მინიმუმი შემცირებულია 2018 წლის პირველ ხუთ თვესთან შედარებით: