საქართველოში კიდევ ერთი ომბუდსმენის აპარატი შეიქმნება
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა ახალი ინიციატივის შესახებ, რომლიც საქართველოში მედიის თავისუფლებას უზრუნველყოფს.
კვირიკაშვილის აზრით, ამ ამოცანის შესრულებისთვის ქვეყანაში აუცილებელია მედიაომბუდსმენის აპარატის შექმნა.
ამ ინიციატივის შესახებ პრემიერმა დღეს 6 მარტს, არასამთავრობო და მედია ექსპერტებთან შეხვედრისას განაცხადა, კვირიკაშვილი სათანამშრომლოდ მსოფლიოში მაღალი რეპუტაციის მქონე მედიის უფლებადამცველებს, საერთაშორისო დონის მედიაექსპერტებსა და სპეციალისტებს იწვევს.
“პირველ რიგში, სწორედ ჩვენი, ხელისუფლების ინტერესშია, დაცული იყოს ჩვენივე მთავარი მონაპოვარი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი. ამიტომ, არ უნდა არსებობდეს არანაირი კითხვის ნიშანი, ამ საკითხთან დაკავშირებით”, – წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„გიორგი კვირიკაშვილი ტელეკომპანია“რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით ადამიანის ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმება“, – განაცხადა რეგიონული მაუწყებლობის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნათია კუპრაშვილმა.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციები მოჰყვა. მოსახლეობის ნაწილი და მედიის წარმომადგენლები გადაწყვეტილებას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ.