საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტი ახალი კონსტიტუციის პროექტის სახალხო განხილვის ინიციატივის გამო გააკრიტიკა
საქართველოსპარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტი მარგველაშვილი ახალი კონსტიტუციის პროექტის სახალხო განხილვის ინიციატივის გამო გააკრიტიკა. კობახიძემ პრეზიდენტი პარლამენტის მიმართ უპატივცემუკობაში დაადანაშაულა.
კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ სპეციალურ განცხადბაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი 10 მარტიდან აპირებს შეხვედრების დაწყებას საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანზაციების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან, რათა მათთან ერთად მომავალი კონცტიტუციის პროექტი განიხილოს.
“საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნული ინიციატივით კიდევ ერთხელ უპირისპირდება საქართველოს პარლამენტს და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და ავლენს შემაშფოთებელ უპატივცემულობას ქვეყნის მთავარი დემოკრატიული კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ”, – აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდიმარე. კობახიძე ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ პირველი შეხვედრა პარლამენტის პლენარულ სესიას ემთხვევა, შესაბამისად, მას სკონსტიტუციო კომისიის 34 წევრი ვერ დაესწრება.
“საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ორგანიზება საქართველოს პარლამენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება და პასუხისმგებლობაა. პრეზიდენტს უფლება აქვს მხოლოდ მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტს აღნიშნული განხილვის ორგანიზებაში”, – შეახსენებს პრეზიდენტს კობახიძე.
მისი აზრით, კონსტიტუციი სპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა შეიძლება გაიმართოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომზადდება და საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი. აქედან გამომდინარე, კანონპროექტზე მუშაობის დასრულებამდე ორი თვით ადრე პრეზიდენტის მიერ აღნიშნული ინიციატივის გაცხადება რაციონალურ საფუძველს მოკლებულია და მხოლოდ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობისთვის დაბროლების შექმნას შეიძლება ისახავდეს მიზნად.
“ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ პრეზიდენტს, გვერდზე გადადოს ვიწრო პოლიტიკური ინტერესები და პატივი სცეს კონსტიტუციურ ინსტიტუტებს, არ შეუქმნას ხელოვნური დაბრკოლებები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობას და იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დაცვით“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებაში.
პარლამნტის თავმჯდმარის განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა უპასუხა.
„ჩვენ ჯერ კიდევ გასული წლის 12 დეკემბერს ჩავაყენეთ საზოგადოება საქმის კურსში, რომ ძალიან ფართოდ უზრუნველვყოფდით დისკუსიებს საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, პრეზიდენტისადმი აქამდე არსებულ მუქარებს ერთიც დაემატა – მუქარა-აკრძალვა საკუთარ ხალხს საკონსტიტუციო საკითხებზე არ ესაუბროს პრეზიდენტი, რომელიც თავად არის კონსტიტუციის გარანტი. ეს საკითხი არც ერთ რეალურ კომენტარს არ საჭიროებს“, – განაცხადა აბაშიშვილმა.