საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოში დაბრუნდა
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე ასეული მოქალაქე და სასულიერო პირი დახვდა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მერიამ მოქალაქეებისთვის აეროპორტის მიმართულებით ავტობუსები გამოყო.
ჟურნალისტებთან საუბრისას პატრიარქმა მადლობა გადაუხადა ხალხს გულშემატკივრობისთვის, ასევე გერმანელ ექიმებს – წარმატებული მკურნალობისთვის. ილია მეორე საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო. “სამწუხარო ის არის, რომ აქ არასასიმოვნო მოვლენები განვითარდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შევისწავლოთ ხელისუფლებასთან ერათად ეს საკითხები და გამოვიტანთ დასკვნას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მშვიდობით დამთავრდება”, – განაცხადა პატრიარქმა.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი 2 თებერვლიდან გერმანიაში იმყოფებოდა, მას 13 თებერვალს ბერლინში Helios Berlin buch-ის კლინიკაში ნაღვლის ბუშტზე ოპერაცია ჩაუტარდა.
სწორედ პატრირქის კლინიკაში ყოფნის პერიოდში, 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს, რომელიც ბერლინში მიემგზავრებოდა, რომელსაც მომწამლავი ნივთიერება აღმოუჩინეს. პრკურატურის განცხადებით, დაკავებული “მაღალი იერარქიის მღვდელმსახურის” მკვლელობას გეგმავდა. ილია მეორის დაცვის მიზნით, გერმანიაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს, პრემიერმინისტრმა და მთავრობის სხვა წარმომადგენენლებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ განსაკუთრებით მძიმე დანაშული აიცილეს თავიდან. თუმცა, მოგვიანებით პროკურაურაში განაცხადეს, რომ დანაშაული არც პატრიარქის და არც რომელიმე სასულიერო პირის წინააღმდეგ არ იგეგმებოდა.
დღეს, 20 თებერვალს დეკანოზი მიერ პატრიარქის შესაძლო მოწამლვის ფაქტი უარყო მისმა ახალმა ადვოკატმაც. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მამალაძეს ბრალში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. „არანაირი საშიშროება არ ემუქრებოდა [პატრიარქს]. საქართველოში არანაირი უბედურება არ გვეწეოდა “, – განაცხადა რამიშვილმა. აქამდე დაკავებულის ადვოკატები ბლრადების შინაარსზე არ საუბრობდნენ, იმ მოტივით, რომ გაუთქმელობის ხელწერილი ჰქონდათ დადებული.
გიორგი მამალაძე 17 თებერვალს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ჩაფიძის კლინიკაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიყვანეს. ადვოკატის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, თუმცა დამატებით გამოკვლევებს საჭიროებს.