სამწლიანი პატიმრობის შემდეგ ომის ვეტერანმა სამთავრობო შენობასთან საპროტესტო აქცია დაიწყო
ყარაბაღის ომის ვეტერანი, სათარიგო პოლკოვნიკი ვოლოდია ავეტისიანი, რომელმაც პატიმრობაში 3 წელიწადი და 8 თვე გაატარა, დღეს ამნისტიით გათავისუფლდა.
სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ის სახლისკენ კი არ გაემართა, არამედ მთავრობის შენობასთან უვადო, მჯდომარე საპროტესტო აქცია დაწყო.
სათადარიგო ოფიცერმა რამდენიმე წლის წინათ დაიწყო საპროტესტო აქციების ორგანიზება – ის ვეტერანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ითხოვდა, რის შემდეგაც 2012 წლის სექტემბერში თაღლითობის ბრალდებით დააპატიმრეს. უკვე მომდევნო წელს მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ვოლოდია ავეტისიანი და მისი თანამოაზრეები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის სქმე შეთითხნა და სამართლიანობისთვის მებრძოლთა რიგებიდან მის მოშორებას შეეცადა.
ვოლოდია ავეტისიანი ირწმუნება, რომ ბრძოლას არამხოლოდ ვეტერანების, არამედ პატიმართა უფლებებისთვისაც გააგრძელებს.
მან აღნიშნა, რომ მჯდომარე აქციით სურს, ქვეყანაში კანონების ამოქმედებას შეუწყოს ხელი. „სომხეთში კანონები არ მოქმედებს. ისინი დაწერილია შავით თეთრზე, დამტკიცებულია ეროვნული საკრებულოსა და პრეზიდენტის მიერ, მაგრამ არ მოქმედებს“.
ავეტისიანმა ყველას მოუწოდა, რომ შეუერთდნენ მას და ხელისუფლების შეცვლა მოითხოვონ.