არქივი- 26.10.2017 პუტინის „უახლოესი წრის“ მილიარდები გაზიარება გაზიარება REUTERS/Yuri Kochetkov იმ ადამიანების აქტივების რაოდენობა, რასაც რუსეთის პრეზიდენტის „უახლოესი წრის“ ადამიანები განკარგავენ, 24 მილიარდ დოლარს შეადგენს – ეს მხოლოდ ის არის, რისი დადგენაც დღეისთვის შესაძლებელი გახდა – “ეს თანხა, შესაძლოა, მხოლოდ აისბერგის წვერს წარმოადგენდეს”, – განაცხადა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის კვლევის ცენტრის რუსმა კოორდინატორმა რომან შლეინოვმა. ეს საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ჟურნალისტ–გამომძიებლებს აერთიანებს, მთელ მსოფლიოში იმ კაპიტალების ძიებით არის დაკავებული, რომელთა წყაროც, შესაძლოა, კორუფცია და ორგანიზებული დანაშაული იყოს. რომან შლეინოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის უახლოეს წრეს შეადგენენ ბავშვობის მეგობრები, КГБ–ში მუშაობის დროინდელი კოლეგები და ნათესავები. ისინი ორ ჯგუფად იყოფიან: პირველი – ეს არიან მეწარმეები, რომელთა ბიზნესი მას შემდეგ აყვავდა, რაც ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტი გახდა. მათ შორის ყველაზე ცნობილი და მსხვილი მეწარმეები არიან – გენადი ტიმჩენკო, იური კოვალჩუკი და ძმები არკადი და ბორის როტენებერგები. მათი ბიზნესი ან ბუნებრივი აირისა და ნავთობის მოპოვებასთან არის დაკავშირებული, ან სახელმწიფო კონტრაქტების შესრულებასთან. მეორე წრეს შეადგენენ არასაჯარო, მაგრამ პუტინთან ნათესაურ ან მეგობრულ კავშირში მყოფი ადამიანები; მაგალითად, მიხაილ შელომოვი, ვლადიმირ პუტინის ბიძაშვილის ვაჟი, ან მუსიკოსი სერგეი პოლდუგინი, რუსეთის პრეზიდენტის სიყრმის მეგობარი. მათ სახელზე გაფორმებულია კომპანიები, რომლებიც მილიარდობით დოლარიან გარიგებებს ახორციელებენ. თავიანთი ბიზნესის წარმოშობის შესახებ ამ ადამიანებს არაფრის თქმა არ შეუძლიათ და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი ბოლომდე არც არინ საქმის კუსრში, თუ რა თანხებით ოპერირებენ – “არსებობს იმის ფიქრის საფუძველი, რომ ამ ამ ფულს ვლადიმირ პუტინი განკარგავს”, – ამტკიცებს ინტერვიუში რომან შლეინოვი. კითხვაზე, თუ როგორ აფასებს ის 200 ან მეტ მილიარდ დოლარს, რომელსაც, სხვა გამოკვლევების მიხედვით, ვლადიმირ პუტინის უახლოესი წრე აკონტროლებს, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის კვლევის ცენტრის რუსმა კოორდინატორმა თქვა: — ჩვენ ამ ციფრით – 24 მილიარდი დოლარით ვოპერირებთ, რადგან ეს ის არის, რის ნამდვილად დამტკიცებაც ჯერეჯერობით მოვახერხეთ. ამავდროულად მან აღნიშნა, რომ სიტუაცია სულ იცვლება; მაგალითად, თავის დროზე რუს დოლარის მილიონერებს შორის გამოჩნდა კირილ შამალოვი, რუსეთის პრეზიდენტის მეგობრის ვაჟი – ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ის ეკატერინა ტიხონოვაზე, ვლადიმირ პუტინის უმცროს ქალიშვილზე დაქორწინდა. ბოლო ხანს რუსი ჩინოვნიკები და ოლიგარქები სულ უფრო ხშირად ეყრებიან ცოლებს და ქონებას ან მათ უტოვებენ, ან შვილებზე აფორმებენ. შეგახსენებთ, რომ 2 თებერვალს აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ეროვნულმა დაზვერვამ უნდა წარმოადგინოს მასშტაბური მოხსენება ყველა იმ აქტივის შესახებ, რომლებსაც პრეზიდენტ პუტინის ახლობელი ადამიანები აკონტროლებენ. ამ ზომას ითვალისწინებს ის სანქციები, რომლებიც აშშ–მა ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საპასუხოდ დააწესა. Go to top
ევროკავშირმა პირველად დაამტკიცა "უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების“ ერთიანი სია, რომელშიც საქართველოც მოხვდა
"ავტოსტატის" მონაცემებით საქართველოდან რუსეთში 34.6 ათასი ავტომობილი შევიდა, საქსტატის თანახმად - მხოლოდ რვა
კომენტარი: რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს შინაგანი ჯარების აზერბაიჯანის პრეზიდენტისთვის დაქვემდებარებას
"ქართულმა ოცნებამ" ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაცია გააუქმა
ადამიანის უფლებების საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარმა საქართველოს გენერალურ პროკურორს წერილით მიმართა
„თბილისი მოგებას ნახავს, მოსკოვი სანქციებს გვერდს აუვლის, სოხუმს გროშები დარჩება“ - ხედვა სოხუმიდან სატრანზიტო ტერმინალზე
"ქართულმა ოცნებამ" ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაცია გააუქმა
ევროკავშირმა პირველად დაამტკიცა "უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების“ ერთიანი სია, რომელშიც საქართველოც მოხვდა
"ავტოსტატის" მონაცემებით საქართველოდან რუსეთში 34.6 ათასი ავტომობილი შევიდა, საქსტატის თანახმად - მხოლოდ რვა
კომენტარი: რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს შინაგანი ჯარების აზერბაიჯანის პრეზიდენტისთვის დაქვემდებარებას
აზერბაიჯანმა გააპროტესტა ევროკავშირსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა. რაში გამოიხატება ბაქოს ძირითადი პრეტენზიები
„თბილისი მოგებას ნახავს, მოსკოვი სანქციებს გვერდს აუვლის, სოხუმს გროშები დარჩება“ - ხედვა სოხუმიდან სატრანზიტო ტერმინალზე