პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა დეპუტატ ნიკა მელიას აგინა
მთავრობის წარმომადგენლებსა და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრსა და ოპოზიციური პარტიის ლიდერს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პრემიერ-მინისტრს განუცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მისი შემცვლელი უკვე მოძებნა და ის მხოლოდ ფორმალურად რჩებოდა თანამდებობაზე.
ამას პრემიერმინისტრის გაღიზიანება და მისი მხრიდან მელიას მისამართით გინება მოჰყვა. “შე ნაბი**არო, შე თესლო შენა, შენ მოგი***ავ კეთილებს” – დაუყვირა პრემიერმა მელიას დარბაზის დატოვებამდე.
https://www.youtube.com/watch?v=WdBDAVDrh-4
15 წუთში, ვიდრე კიდევ ერთ ოპოზიციურ პარტიასთან – “პატრიოტთა ალიანსთან” შეხვედრას გამართავდა, პრემიერმა ბოდიში მოიხადა თავისი საქციელის გამო.