იანვარში საქართველოში ტურისტების რეკორდული რაოდენობა ჩამოვიდა
საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის 2017 წლის იანვრის თვის მონაცემებით, საქართველოს 387 ათასი საერთაშორისო მოგზაური ეწვია. იმ უცხოელი მოგზაურების რიცხვმა, რომლებმაც ქვეყანაში 24 საათი და მეტი დაჰყვეს და, შესაბამისად, ტურისტებად ითლებიან, იანვარში 154 ათას 83 შეადგინა, რაც 2016 წლის იანვრის მაჩვენებელზე 37 ათას 714-ით, ანუ 32.4 %-ით მეტია.
2017 წლის იანვარში ყველაზე მეტი ვიზიტორი აზერბაიჯანიდან (15 527) , თურქეთიდან (79 042), სომხეთიდან(77 528) რუსეთიდან(62,075) და უკრაინიდან(10,232) ჩამოვიდა .
ევროკავშირის ქვეყნებს შორის საქართველოში იანვარში ჩამოსულ ტურისტებს შორის ლატვია, ბულგარეთი და გერმანია ლიდერობენ.
სულ 2016 წელს საქართველოს 2 მილიონ 700 ათასზე მეტი ტურისტი ეწვიო, რაც 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 19%-ით მეტია.