ვიდეო: როგორ ცხოვრობენ მარნეულის ერთ-ერთ სოფელში, სადაც ტრანსპორტი არ დადის
სოფელი “წითელსოფელი” ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტშია. აქ 650 ადამიანი ცხოვრობს. სოფელში ტრანსპორტი არ დადის და ადამიანები რაიონულ ცენტრს წლებია მოწყვეტილნი არიან. განსაკუთრებით მოხუცებს უჭირთ კილომეტრების ფეხით გავლა.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის ოქტომბერში ჩატარდა, თუმცა ამ სოფელში პოლიტიკოსები არ გამოჩენილან და არც ტრანსპორტის პრობლემის მოგვარების დაპირება გაუციათ.
წითელსოფელი ერთადერთი სოფელი არ არის მარნეულის მუნიციპალიტეტში, სადაც ტრანსპორტი არ დადის.