ერევანში ტემპერატურა 40 გრადუსზე მეტი იქნება
Photolure
ერევანში უახლოეს დღეებში არამხოლოდ დღისით იქნება ცხელი ამინდი – 40 გრადუსზე მაღალი, არამედ საღამოობითაც თითქმის 30 გრადუსი შენარჩუნდება.
„ჰაერის ტემპერატურა ერევანში 29-30 ივნისს პლუს 40 გრადუსს მიაღწევს, ხოლო1 ივლისიდან – 41 გრადუსს. უახლოესი ხუთი დღის განმავლობაში მთელ რესპუბლიკაში, და მათ შორის ერევანშიც, მოსალოდნელია უნალექო ამინდი“, – განაცხადა არმჰიდრომედცენტრის მეტეოროლოგიური პროგნოზების განყოფილების უფროსმა გაგიკ სურენიანმა.
საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ასევე გვაფრთხილებს, რომ სიცხის გარდა, ადამიანებზე გავლენას ულტრაიისფერი სხივებიც მოახდენს. ამასთან დაკავშირებით დიდხანს მზეზე ყოფნა რეკომენდებული არ არის.
თუ სინოპტიკოსების პროგნოზი გამართლდა, მაშინ როგორც კერძო, ისე სახელმწიფო დაწესებულებები იძულებული გახდებიან თანამშრომლებს დამატებითი შესვენება მისცენ და სამუშაოსთვის შესაბამისი პირობები შექმნან.
სომხეთის „შრომის კოდექსის“ თანახმად, „თუკი სამუშაო 40 გრადუსზე მაღალი ან 10 გრადუსზე დაბალი ჰაერის ტემპერატურის პირობებში სრულდება, საჭიროა დამატებითი შესვენებების გამოყოფა“.
წინა წლებში ერევნისა და სომხეთის ოლქების მაცხოვრებლები ჩიოდნენ, რომ სინოპტიკოსები რეალურ ტემპერატურას არ აცხადებდნენ. ბევრის აზრით, ეს იმის გამო ხდებოდა, რომ სამუშაო დღე არ შემცირებულიყო.