ეპიდემია გაფართოვდება - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში, შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს:
„ველით, რომ ქვეყანაში შემთხვევათა რაოდენობა მოიმატებს. ალბათ, დაფიქსირდება მეოთხეული და მეხუთეული გადაცემის შემთხვევები დიდი ალბათობით უკვე ამ კვირის ბოლოს ან მომავალ კვირაში. ეს ნიშნავს, რომ ეპიდემია გაფართოვდება, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ეს ზრდა მინიმალური იყოს, ანუ ახალი შემთხვევების მინიმიზაცია გავაკეთოთ. ამიტომ, ყველა ერთად უნდა ვიმოქმედოთ და დავიცვათ ის წესები, რასაც დღეს სახელმწიფო ადამიანებს მოუწოდებს“,- განაცხადა გამყრელიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ მესამეული გადაცემის შემთხვევებია გამოვლენილი.
19 მარტის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 40 შემთხვევა. ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1344 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 216.
კორონავირუსით დაინფიცირებულთაგან 11-ს პნევმონია აქვს. მათი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის.
ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის 4 არასრულწლოვანია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
• გორი, ბათუმი, ქუთაისი – როგორ შეცვალა კორონავირუსმა საქართველოს რეგიონების ცხოვრება
• როგორია კორონავირუსის ფაქტები და რიცხვები კავკასიის რეგიონში. განახლებადი
• საქართველოს მთავრობა აქვეყნებს კონკრეტულ გეგმას ეკონომიკის გადასარჩენად. რა წერია გეგმაში
• მუშაობა სახლიდან, თვითიზოლაცია, კარანტინი – რა რეკომენდაციებს გასცემს საქართველოს მთავრობა
• კორონავირუსი: არავითარი ხელის ჩამორთმევა, ერთმანეთს იდაყვებითა და ფეხსაცმელებით ვესალმებით. ვიდეო
• უფრო მეტი კორონავირუსის შესახებ