ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო მსოფლიოში მე-13 ადგილზეა
მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს მდგომარეობა წინა წელთან შედარებით 10 საფეხურით გაუმჯობესდა და მან მსოფლიოს 186 ქვეყანას შორის მე-13 ადგილი დაიკავა.
ფონდის Heritage Foundation „2017 Index of Economic Freedom” ანგარიშის მიხედვით, ქვეყნები ოთხი ძირითადი კრიტერიუმით ფასდება: კანონის უზენაესობა, მთავრობის სიდიდე, რეგულაციების ეფექტიანობა და თავისუფალი ბაზრები.
საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა საკუთრების უფლების, ბიზნესის თავისუფლების და მთავრობის ინტეგრაციის კრიტერიუმებში, თუმცა მთავრბის ხარჯებისა და საგადასახადო ტვირთის კრიტერიუმში გაუარესდა.
ასევე, ფონდის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ შრომის ბაზარს დინამიკა აკლია, ხოლო უმუშევრობის დონე მაღალ ნიშნულზე რჩება. ანგარიში მიხედვით, მოსახლეობის 12 % უმუშევარია.
საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში 76 ქულით შეფასდა და თითქმის თავისუფალ ქვეყნების სიაში მოხვდა. იგივე სიაში 70 ქულით (33-ე ადგილი) არის სომხეთი. 63 ქულით შეფასდა აზერბაიჯანი,რომელიც ზომიერად თავისუფალი ქვეყნების სიაში მოხვდა (68-ე ადგილი). 57 ქულით (114-ე ადგილი) – რუსეთი, რომელიც ძირითადად არათავისუფალ ქვეყნად შეფასდა. რაც შეეხება უკრაინას ის 48 ქულით რეპრესიული ქვეყნების რიგში მოხვდა და რეიტონგში 166 ადგილი დაიკავა.
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის ლიდერები წელს ჰონკონგი, სინგაპური და ხალი ზელანდია გახდნენ.