ევროკავშირის წარმომადგენლობა "რუსთავი 2"–ის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ყურადღებით შეისწავლის
ევროკავშირის წარმომადგენლობა პირველი დღეებიდანვე აკვირდება “რუსთავი 2″–ის სასამართლო პროცესს და უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ყურადღებით შეისწავლის, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის დელეგაცის მირ გავრცელებულ განცხადებაში. თუმცა, განცხდებაში ისიცაა აღნიშნული, რომ დიდი ხნის წინათ დამკვიდრებულ პრაქტიკის თანახმად, სასამართლოს ცალკეულ გადაწყვეტილებებზე წარმომადგენლობა კომენტარს არ აკეთებს.
„უკვე წლებია, რაც ევროკავშირი მუშაობს საქართველოს ხელისუფლებასთან სასამართლო სისტემის რეფორმაზე, რომლის განხორციელებისას ძირითადი ყურადღება ეთმობა სასამართლო პროცედურების დამოუკიდებლობას, გამჭვირვალობასა და ხარისხს, რაც კანონის უზენაესობის დაცვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკავშირი დელეგაცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პოლიტიკური პლურალიზმის, მედიის თავისუფლებისა და განსხვავებულ შეხედულებებზე წვდომის აუცილებლობას. „დღევანდელ ეტაპზე ამ პრინციპების შენარჩუნებას ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება დემოკრატიის დაცვისა და განმტიცების საქმეში, რაც შეესაბამება ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებულ ასოცირების შეთანხმებაში მოცემულ უმთავრესი ვალდებულებებს”, – ნათქვამია განცხადებაში.