ლაშა ბაქრაძე: დროთა მიჯნაზე
ესაა JAMnews-ის პირველი სატელევიზიო დისკუსია სერიიდან JAMsession. იდეისა და გადაცემის ავტორია დავით ყანჩაშვილი. ყოველ ჯერზე თანამედროვე საზოგადოების ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე ვისაუბრებთ და შევეცდებით, მკაფიოდ განვსაზღვროთ პრობლემა და საზოგადოებას მისი გადაჭრის გზები შევთავაზოთ.
ამჯერად გადაცემის სტუმარია ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე, რომელიც იმ სახიფათო “ცვლილებების დროზე” საუბრობს, რომელშიც კაცობრიობამ შეაბიჯა.
- ლაშა ბაქრაძე არის ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი და ილიას უნივერსიტეტის პროფესორი თანამედროვე ისტორიის დარგში. სწავლობდა თბილისისი, იენის, ბერნის, პოტსდამის, ბერლინის, ვენის უნივერსიტეტებში, ლიტერატურათმცოდნეობას და ენათმეცნიერებას, თეოლოგიას, პოლიტოლოგიას, ისტორიას. დისერტაცია “ქართულ-გერმანული ურთიერთობები პირველ მსოფლიო ომში”. თანადამფუძებელია “საბჭოთა კვლევების ლაბორატორიის”. ის არის 50-მდე წიგნის გამომცემელი.
გამოქვეყნებულია: 3.08.2016