ბაქო-სუმგაითის ტრასაზე ავტოკატასტროფაში დაღუპული სტუდენტების რიცხვმა ექვსს მიაღწია
ჩვიდმეტი წლის სტუდენტი გოგონა ლარა ნაზირზადე ორ დღეს კომაში ყოფნის შემდეგ 10 მარტს რეანიმაციაში გარდაიცვალა. ის ბაქო-სუმგაითის ტრასაზე მომხდარი ავარიის მეექვსე მსხვერპლი გახდა.
9 მარტს ავარიაში მოხვდა ავტობუსი, რომელსაც სუმგაითის სახელწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გადაჰყავდათ. ორი ადამიანი ავარიის ადგილზევე დაიღუპა, კიდევ სამი იმავე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
18 ადამიანმა სხვადსხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო, ნათქვამია აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობაში.
თვითმხილველების თქმით, სამგზავრო მიკროავტობუსი შეეჯახა აგურის გადამტან სატვირთო მანქანას, რომელიც კანონსაწინააღმდეგო მანევრის „მარჯვნიდან გასწრების“ განხორციელებას ცდილობდა. ავტობუსის მძღოლი დაკავებულია როგორც ეჭვმიტანილი. მას ბრალი წაყენებული აქვს საგზაო მოძრაობისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის წესების დრღვევაში, რასაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი პირის სიკვდილი მოჰყვა.
ავტობუსში მყოფი სტუდენტები ჰყვებიან, რომ ეს დაკავებული მძღოლი მანამდეც არღვევდა მოძრაობის უსაფრთხოების წესებს და გზებზე ავარიულ სიტუაციებს ქმნიდა. „ის გასულ წელსაც მოხვდა ავარიაში. არაერთხელ ყოფილა მის მიმართ გამოწერელი ჯარიმა და მიუღია გაფრთხილება. 17 ადამიანზე გათვლილ სამგზავრო ავტობუსში ზოგჯერ 35 ადამიანი ეტენებოდა, მეგობრებს კალთაში ესხდნენ, ან ფეხზე იდგნენ“, – გადმოსცემს ერთ-ერთი სტუდენტის სიტყვებს BBC Azerbaijan.
ჟურნალისტი-გამომძიებელი ხადიჯა ისმაილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ერთ-ერთ შესაძლო გამოსავლად მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტებს საკუთარი ავტობუსების ყოლა დაევალოთ. ის ასევე სთვაზობს, სხვა ქალაქებიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის არცთუ ძვირად ღირებული კამპუსების აშენებას, საერთაშორისო მატარებლებით მოსარგებლე სტუდენტებისთვის შეღავათიანი, მუდმივი სამგზავრო ბილეთების შემოღებას, და ასევე ბაქო-სუმგაითის მატრებლების განრიგის სტუდენტების სასწავლო გრაფიკთან შეთანხმებას.