ბაქო თურქმენეთიდან წამოსულმა მტვრის ნისლმა დაფარა
23 აგვისტოს, დილიდან აზერბაიჯანის დედაქალაქი უჩვეულო, ყვითელი ფერის მტვრის ნისლმა მოიცვა. ბაქოელების ცნობით, ქალაქსა და მის შემოგარენში ხილვადობა საგრძნობლად დაბალია, ზოგან თამბაქოს ბოლის მსგავსი სუნიც იგრძნობოდა.
აზერბაიჯანის ეკოლოგიისა დაბუნებრივი რესურსების სამინისტრომ თავის პრესრელიზში ამ ბუნებრივი მოვლენის მიზეზი განმარტა. აღმოჩნდა, რომ აფშერონის ნახევარკუნძულის თავზე გაჩენილი მტვერი კასპიის ზღვის გავლით, მეზობელი თურქმენეთიდან შემოვიდა.
სამინისტროში ასევე იუწყებიან, რომ „სამხრეთ–აღმოსავლეთის სუსტი ქარი ბაქოსა და აფშერონის ნახევარკუნძულზე, მომატებული ტენიანობა და ჰაერის მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს იმას, რომ 26 აგვისტოს ჰაერში მტვრის შემცველობა კიდევ უფრო მოიმატებს“.
ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ „მუშაობის ოპერატიულ რეჟიმზე“ გადასვლა გამოაცხადა.
სასუნთქი გზების პრობლემების მქონე ადამიანებს ურჩევენ, რომ შინიდან არ გავიდნენ.