"ღირსეული პარტნიორი" საქართველოში უკვე მეოთხედ ტარდება და წელს განსაკუთრებით მასშტაბურია" />

“საეჭვო ღონისძიება” – კრემლი საქართველოში მიმდინარე ნატოს წვრთნებს ეხმაურება. ფოტოისტორია წრთვნებიდან

"ღირსეული პარტნიორი" საქართველოში უკვე მეოთხედ ტარდება და წელს განსაკუთრებით მასშტაბურია

REUTERS/დავით მძინარიშვილი

მოსკოვი  საქართველოში მიმდინარე ნატოს  წვრთნებს ეხმაურება.

საგანგებო განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მარია ზახაროვამ გააკეთა.

„ჩვენ არ შეგვიძლია დავეთანხმოთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ეს სწავლება მიზნად ისახავს შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას. სტაბილურობა და უსაფრთხოება მხოლოდ კონსტრუქციული დიალოგით მიიღწევა და არა ვერტმფრენებითა და ტანკებით. ამ სწავლებების ნამდვილი მიზანი აფხაზეთზე, სამხრეთ ოსეთსა და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებაა, რაც შედეგად ვითარების ესკალაციას მოიტანს“,- აღნიშნა ზახაროვამ.

კრემლი ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამოც, რომ წვრთნებში საქართველოს მეზობლები – სომხეთი და აზერბაიჯანიც მონაწილეობენ:

“სამწუხაროა, რომ სხვადასხვა საბაბით ამ საეჭვო ღონისძიებაში ჩართული აღმოჩდნენ საქართველოს მეზობლები”, – აღნიშნა ზახაროვამ პრესკონფერენციაზე. 

ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე ორკვირიანი სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ 1 აგვისტოს დაიწყო.

REUTERS/დავით მძინარიშვილი

REUTERS/დავით მძინარიშვილი

REUTERS/დავით მძინარიშვილი

REUTERS/დავით მძინარიშვილი

REUTERS/დავით მძინარიშვილი

სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის სამხედროები მონაწილეობენ – მათ შორის, ათას 300 ქართველი და  ათას 170 ამერიკელი სამხედრო, ასევე 500 სამხედრო სხვა ქვეყნებიდან.

2018 წელს სწავლებაში 13 ქვეყანაა ჩართული: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი.

სამხედრო ექსპერტების აზრით, ნატოს აქტიურობა ამ მიმართულებით ხაზს უსვამს სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას ალიანსისთვის.

წვრთნების სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.

„ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში უკვე მეოთხედ ტარდება, თუმცა წელს მასშტაბი განსაკუთრებით დიდია.

გაზრდილია სწავლებაში მონაწილე ტექნიკის რაოდენობაც.

სამხედრო სწავლების ფარგლებში, რუმინეთიდან ფოთის პორტში ბორნის მეშვეობით ამერიკული და გერმანული სამხედრო ტექნიკა შემოვიდა. მათ შორის იყო, ქვეითთა საბრძოლო მანქანა Stryker, M1A2 ტიპის საბრძოლო ტანკები „აბრამსი“ და ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი”.

აშშ-ის სამხედრო ტექნიკის ნაწილი, მათ შორის, Black Hawk-ის და Apache-ის ტიპის ვერტმფრენები, რომლებიც წვრთნებში მონაწილეობას პირველად მიიღებს, სამხედრო თვითმფრინავის მეშვეობით ჩამოიტანეს.

1 აგვისტოს, წვრთნების გახსნის ცერემონიაზე გამოვლისას, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამხედრო მოსამსახურეებს წვრთნებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მათი მონაწილეობა „არის გარანტია იმ სტაბილურობის, იმ მშვიდობის, რომელსაც ჩვენი ხელისუფლებები ემსახურებიან“.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნის ცერემონიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ სამხედრო წვრთნა რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული:

„ღირსეული პარტნიორი მხოლოდ რეგიონულ უსაფრთხოებას, მშვიდობისა და სტაბილურობის განტკიცებას ემსახურება“,  – ციტირებს პრემიერის სიტყვებს civil.ge.

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ წვრთნებს შავი ზღვის რეგიონში „ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი მრავალეროვნული სწავლება“ უწოდა და აღნიშნა, რომ „ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისა და შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაზრდასთან ერთად, წვრთნები კიდევ უფრო გვაახლოებს ნატოს სტანდარტებთან“.

„საქართველომ თავისი ქმედებებით არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის სანდო და ერთგული პარტნიორი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ნატოში გაწევრიანება ჩვენი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია“, – განაცხადა იზორიამ.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა ცერემონიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ წლევანდელი სწავლება „წინა წლების წარმატებას ეფუძნება, რომელიც ადასტურებს ჩვენს მტკიცე პოზიციას, რომ გავაუმჯობესოთ უსაფრთხოება და სტაბილურობა შავი ზღვის რეგიონში და შევაჩეროთ აგრესია“.

•   „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში უკვე მეოთხედ ტარდება. 2017 წელს წვრთნების მონაწილეებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა მიმართა, რომელიც საქართველოს აღმოსავლეთ ევროპაში განხორციელებული დიპლომატიური ტურნეს ფარგლებში სტუმრობდა.

ამავე თემაზე

"უსაფრთხოდ და პროფესიონალურად" – როგორ გამოიყურება ახლოდან აშშ-რუსეთის სამხედრო მეტოქეობა შავ ზღვაზე

ალექსანდრ ვერშბოუ: საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების „გერმანული მოდელი“ უნდა განიხილებოდეს

ალექსანდრ ვერშბოუ: საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების „გერმანული მოდელი“ უნდა განიხილებოდეს

თვალსაზრისი: საქართველო-ნატო, ათი წელი მოჯადოებულ წრეზე

თვალსაზრისი: საქართველო-ნატო, ათი წელი მოჯადოებულ წრეზე

მოსკოვმა განმარტა, თუ რატომ არ აუქმებს საქართველოსთან სავიზო რეჟიმს

მოსკოვმა განმარტა, თუ რატომ არ აუქმებს საქართველოსთან სავიზო რეჟიმს

ნატო-ს გენერალური მდივანი: საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, ჩარევის უფლება არავის აქვს

ნატო-ს გენერალური მდივანი: საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, ჩარევის უფლება არავის აქვს

ნატო-ს საბრძოლო ხომალდები საქართველოშია

ნატო-ს საბრძოლო ხომალდები საქართველოშია

ნატოს სამიტი. მოკლედ თემებისა და შედეგების შესახებ: აშშ, რუსეთი და კავკასიის ქვეყნები

ნატოს სამიტი. მოკლედ თემებისა და შედეგების შესახებ: აშშ, რუსეთი და კავკასიის ქვეყნები

საქართველოში დევნილთა 52 ათას ოჯახს დღემდე საკუთარი სახლი არ აქვს

საქართველოში დევნილთა 52 ათას ოჯახს დღემდე საკუთარი სახლი არ აქვს

საქართველოში ევროკავშირის და ნატოს მხარდაჭერა იზრდება, რუსეთი საფრთხედ აღიქმება - NDI

საქართველოში ევროკავშირის და ნატოს მხარდაჭერა იზრდება, რუსეთი საფრთხედ აღიქმება - NDI


ასევე წაიკითხეთ