კორონავირუსი კავკასიაში: ფაქტები და რიცხვები რეგიონის შესახებ. 19 მარტი, 2020
19 მარტი, 2020
22.30
ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების, ბენზინგასამართი სადგურების, საფოსტო და საბანკო ფილიალებისა, იხურება. ჯარი ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის.
თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 21 მარტიდან საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის.
18.00
აზერბაიჯანში, კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა აზერბაიჯანში. ახლა ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 44-ს მიაღწია. მათგან ერთი პაციენტი გარდაიცვალა, 10 – გამოჯანმრთელდა.
14.00
სომხეთმა, კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევის შესახებ განაცხადა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 122-ს მიაღწია. ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა. 19 მარტს გამოვლენილი ინფიცირებულებიდან ერთ-ერთი – მედდაა.
ქვეყანაში, მესამე დღეა საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რომელიც 16 მარტს დაწესდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დარეგისტრირებული 99 შემთხვევა დაკავშირებულია სომხეთში გამოვლენილ კორონავირუსის ორ ძირითად ფაქტთან.
12.00
ერთ-ერთი მათგანი ქალაქ ეჩმიაძინს უკავშირდება (ერევნიდან 20 კილომეტრში), სადაც ადგილობრივი მცხოვრები იტალიაში მოგზაურობიდან ინფიცირებული დაბრუნდა და დაავადების სიმპტომების მიუხედავად, ადამიანებთან ურთიერთობა გააგრძელა.
ვირუსის მეორე წყარო გახდა იტალიელი სპეციალისტი, რომელიც კონსულტაციებს უწევდა ერევანში მდებარე ერთ-ერთი საწარმოს თანამშრომლებს. ინფიცირებული ადამიანები აღმოაჩინეს მას შემდეგ, რაც ამ ადამიანმა სომხეთი დატოვა. ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელევიზიო ინტერვიუს დროს ისაუბრა.
12.00
საქართველოში, ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 40 შემთხვევაა დაფიქსირებული. ერთი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაწერეს.
კარანტინშია 1500-ზე მეტი ადამიანი. სავალდებულო იზოლაციის მოთხოვნის დაცვას პოლიცია აკონტროლებს. ბოლო დღეების განმავლობაში, 127 ადამიანი იძულებით გადაიყვანეს კარანტინში.
12.00
აზერბაიჯანში კორონავირუსის 34 შემთხვევაა დარეგისტირირებული. მათგან ერთი გარდაიცვალა. ათი პაციენტი გამოჯანმრთელდა
• კორონავირუსი კავკასიაში. ფაქტები და რიცხვები რეგიონის შესახებ. 17-18 მარტი, 2020
• როგორია კორონავირუსის ფაქტები და რიცხვები კავკასიის რეგიონში. 15-16 მარტი 2020
უსაფრთხოების ზომები, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო, კავკასიის სხვადასხვა ნაწილში მიიღეს
საქართველო
საქართველოში დახურულია ყველა სასწავლო დაწესებულება, დაიხურა საცურაო აუზები, სავარჯიშო დარბაზები და სპა-ცენტრები.
საგანგებო რეჟიმია დაწესებული საზღვარზე. შესვლა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ. მათ საზღვარზე ტემპერატურას უმოწმებენ და ისინი ვალდებული არიან, 14 დღე თვითიზოლაციაში გაატარონ. ამ მოთხოვნის შესრულებას პოლიცია აკონტროლებს, დამრღვევები იძულებით გადაჰყავთ საკარანტინო დაწესებულებაში.
ქვეყანაში სხვას არავის უშვებენ. შეზღუდვები არ ვრცელდება ტვირთგადაზიდვაზე, მათ შორის, ჩამოაქვთ საფოსტო ამანათები.
სოციალურ ქსელებში, ბევრი ითხოვს საგანგებო მდგომარეობის დაწესებას და, ასევე, ყველა სავაჭრო ცენტრისა და გასართობი დაწესებულების დახურვას.
აზერბაიჯანი
აზერბაიჯანში, დაკეტილია ყველა სასწავლო დაწესებულება, საბავშვო ბაღი და სავაჭრო ცენტრი. რესტორნებისა და გასართობი დაწესებულებისთვის დაწესებულია შეზღუდვა – მათ მუშაობა ყველაზე გვიან, 21:00 საათზე უნდა დაასრულონ.
ჩაკეტილია ყველა სახმელეთო საზღვარი. გაუქმდა ყველა ავიარეისი.
შეზღუდვა არ ეხება ტვირთების გადაზიდვას.
აზერბაიჯანის მოქალაქეებს სახლში დაბრუნება ნებისმიერი საზღვრის გავლით შეუძლიათ. საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე ყველა ჩამოსულს ტემპერატურას უზომავენ.
სომხეთი
სომხეთში, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, 16 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 2020 წლის 14 აპრილამდე იმოქმედებს.
ვირუსის ძირითადი კერა ქალაქი ეჩმიაძინი გახდა (ერევნიდან დაახლოებით 20 კილომეტრში). ქალაქი პრაქტიკულად სრულად იზოლირებულია, მკაცრად კონტროლდებიან შემსვლელები და გამსვლელები.
სომხეთმა ყველა სახმელეთო საზღვარი ჩაკეტა. შეზღუდვები არ ვრცელდება ტვირთის გადაზიდვაზე.
საჰაერო მიმოსვლა ჯერ კიდევ ღიაა, თუმცა, ბევრმა ავიაკომპანიამ სომხეთის მიმართულებით ფრენა შეამცირა ან საერთოდ გააუქმა. საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე ტემპერატურას უმოწმებენ ყველა ჩამოსულს.
სომხეთის მოქალაქეებს სახლში დაბრუნება ნებისმიერი საზღვრის გავლით შეუძლიათ, მათ შორის, სახმელეთო.