კორონავირუსი კავკასიაში. ფაქტები და რიცხვები რეგიონის შესახებ. 17-18 მარტი, 2020
18 მარტის შემდგომი ახალი ამბების სანახავად, დააჭირეთ აქ
18 მარტი, 2020
23.00
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. ამგვარად ქვეყანაში 110 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ერთი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა
________________________________________________
19.00
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 18 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. ამგვარად ქვეყანაში 102 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ერთი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა
________________________________________________
14.30
საქართველოში, ახლად დაინფიცირებული ოთხი პაციენტიდან ორი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება. ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ პირებს კავშირი ჰქონდათ კორონავირუსით ინფიცირებულ იმ პაციენტებთან, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი.
17 მარტს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ტესტირება ჩაუტარდა კიდევ 19 პაციენტს. ამ ეტაპზე მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
18 მარტის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 38 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1130 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 81.
________________________________________________
13.00
აზერბაიჯანში, კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა აზერბაიჯანში. ახლა ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 34-ს მიაღწია. მათგან ერთი პაციენტი გარდაიცვალა, 10 – გამოჯანმრთელდა.
23 ადამიანი მკურნალობას გადის
________________________________________________
11.30
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. ამგვარად ქვეყანაში 84 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ერთი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა
________________________________________________
10.00
საქართველოში, კარანტინის წესების დარღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება და დამრღვევ ფიზიკურ პირს დაეკისრება ჯარიმა 3 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირს – 15 ათასი ლარი.
იმ შემთხვევაში, თუ ქმედება განმეორდება, დამრღვევ პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხიმგებლობა, რაც სასჯელის სახით ექვსი თვიდან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით უკვე დარეგისტრირდა.
კანონპროექტის თანახმად, კარანტინის წესს საქართველოს მთავრობა ინიციატივის მიღებიდან სამ დღეში დაამტკიცებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით 71 ადამიანია გადაყვანილი.
18 მარტის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 34 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1008 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 64.
17 მარტი, 2020
საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირების 34 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინშია 1 008 ადამიანი, სტაციონარში კი – 64.
შემოღებულია ახალი შეზღუდვები. აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა, დაიხურა საცურაო აუზები, სავარჯიშო დარბაზები და სპა-ცენტრები. აქამდე იყო შემოღებული შემდეგი აკრძალვები:
• 18 მარტიდან ორი კვირის განმავლობაში, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვეღარ შევლენ.
• დაიხურა ყველა სამთო-სათხილამურო კურორტი.
• რესტორნებს, კაფეებსა და ბარებს მიეცათ რეკომენდაცია, შეზღუდონ მუშაობა დახურულ შენობებში და შეძლებისდაგვარად სახლში შეკვეთების მიტანის სერვისზე გადავიდნენ.
________________________________________________
აზერბაიჯანში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობამ 28-ს მიაღწია. ექვსი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ერთი გარდაიცვალა.
მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დააჯარიმონ კარანტინის დამრღვევები. ჯარიმის ოდენობამ, შესაძლოა, 1 200 დოლარს მიაღწიოს, დამამძიმებელი გარემოებების შემთხვევაში კი, შეიძლება, სამ წლამდე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს პიროვნებას.
ბაქოში, იტალიიდან სპეციალურ ჩარტერულ რეისს ელიან, რომელიც აზერბაიჯანის იმ მოქალაქეებს ჩაიყვანს, რომელთაც სახლში დაბრუნება სურთ. ძირითადად, ისინი სტუდენტები არიან.
19 მარტიდან აკრძალვა დაწესდება რეგიონებიდან ბაქოსა და სუმგაითში შესვლაზე.
________________________________________________
სომხეთში, ერთი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო ჯამში 78-ს მიაღწია. ერთი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაწერეს.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის პირველმა დღემ ჩაიარა, რომელიც 16 მარტის საღამოს გამოცხადდა.
გამოქვეყნდა 16 ქვეყნისგან შემდგარი სია, რომლის მცხოვრებლებიც სომხეთში ვერ შევლენ. ესენია: ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა, იაპონია, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, შვეიცარია, დანია, ავსტრია, ბელგია, ნორვეგია, შვედეთი, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი.
სომხეთის მოქალაქეები, რომლებიც ამ ქვეყნებიდან დაბრუნდებიან სახლში, 14-დღიან კარანტინს გაივლიან.
შეზღუდვები არ ვრცელდება ტვირთის გადაზიდვაზე.
• კორონავირუსი კავკასიაში. ფაქტები და რიცხვები, 15-16 მარტი, 2020
________________________________________________
უსაფრთხოების ზომები, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო, კავკასიის სხვადასხვა ნაწილში მიიღეს
საქართველო
საქართველოში დახურულია ყველა სასწავლო დაწესებულება, დაიხურა საცურაო აუზები, სავარჯიშო დარბაზები და სპა-ცენტრები.
საგანგებო რეჟიმია დაწესებული საზღვარზე. შესვლა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ. მათ საზღვარზე ტემპერატურას უმოწმებენ და ისინი ვალდებული არიან, 14 დღე თვითიზოლაციაში გაატარონ. ამ მოთხოვნის შესრულებას პოლიცია აკონტროლებს, დამრღვევები იძულებით გადაჰყავთ საკარანტინო დაწესებულებაში.
ქვეყანაში სხვას არავის უშვებენ. შეზღუდვები არ ვრცელდება ტვირთგადაზიდვაზე, მათ შორის, ჩამოაქვთ საფოსტო ამანათები.
სოციალურ ქსელებში, ბევრი ითხოვს საგანგებო მდგომარეობის დაწესებას და, ასევე, ყველა სავაჭრო ცენტრისა და გასართობი დაწესებულების დახურვას.
აზერბაიჯანი
აზერბაიჯანში, დაკეტილია ყველა სასწავლო დაწესებულება, საბავშვო ბაღი და სავაჭრო ცენტრი. რესტორნებისა და გასართობი დაწესებულებისთვის დაწესებულია შეზღუდვა – მათ მუშაობა ყველაზე გვიან, 21:00 საათზე უნდა დაასრულონ.
ჩაკეტილია ყველა სახმელეთო საზღვარი. გაუქმდა ყველა ავიარეისი.
შეზღუდვა არ ეხება ტვირთების გადაზიდვას.
აზერბაიჯანის მოქალაქეებს სახლში დაბრუნება ნებისმიერი საზღვრის გავლით შეუძლიათ. საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე ყველა ჩამოსულს ტემპერატურას უზომავენ.
სომხეთი
სომხეთში, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, 16 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 2020 წლის 14 აპრილამდე იმოქმედებს.
ვირუსის ძირითადი კერა ქალაქი ეჩმიაძინი გახდა (ერევნიდან დაახლოებით 20 კილომეტრში). ქალაქი პრაქტიკულად სრულად იზოლირებულია, მკაცრად კონტროლდებიან შემსვლელები და გამსვლელები.
სომხეთმა ყველა სახმელეთო საზღვარი ჩაკეტა. შეზღუდვები არ ვრცელდება ტვირთის გადაზიდვაზე.
საჰაერო მიმოსვლა ჯერ კიდევ ღიაა, თუმცა, ბევრმა ავიაკომპანიამ სომხეთის მიმართულებით ფრენა შეამცირა ან საერთოდ გააუქმა. საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე ტემპერატურას უმოწმებენ ყველა ჩამოსულს.
სომხეთის მოქალაქეებს სახლში დაბრუნება ნებისმიერი საზღვრის გავლით შეუძლიათ, მათ შორის, სახმელეთო.