მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა
ამის შესახებ მან თავის ფეისბუკ-გვერდზე დაწერა:
“განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისათვის შევასრულე,” – წერს ბახტაძე.
პრემიერი ამბობს ასევე, რომ დღეს 15:00 საათზე ექნება შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან, სადაც ყველა შეკითხვას უპასუხებს.
• შეტაკება თბილისის ცენტრში – როგორ მოხდა ეს? ფოტორეპორტაჟი
• როგორ იბადებოდა და ეცემოდა „რუსთავი 2“
• “ტვ პირველის” მფლობელის მამა პროკურატურაშია დაბარებული. “რუსთავი 2”-ზე კი ფილმები გადის
მისი ფეისბუკ პოსტი 3994 სიტყვისგან შედგება.
მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის მთავარ ასპექტებს და მიღწევებს მიმოიხილავს.
ის თავის წერილში ორჯერ ახსენებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს.
პირველ შემთხვევაში, ის “განსაკუთრებულ მადლობას” უხდის ივანიშვილს, როგორც 2012 წლის ოქტომბრის გამარჯვების სულისჩამდგმელს, ნდობისთვის.
მეორედ ივანიშვილს ის პროპორციული არჩევნების კონტექსტში ახსენებს და ამბობს, რომ ივანიშვილის ინიციატივა მომავალი საპარლამენტო არჩევნების პროპორციულად ჩატარების თაობაზე “პრინციპულად მნიშვნელოვანია”.
ის ასევე აღნიშნავს, რომ მისი პრემიერობის დროს ბევრი გაკეთდა ევროპასთან და ნატოსთან დაახლოების, ასევე ეკონომიკური რეფორმების, განათლების და სხვა მიმართულებებით.
• ლარი გაუფასურებას განაგრძობს. 3.0 – ახალი ანტირეკორდი
• რატომ ებრძვის ივანიშვილი TBC ბანკს?
37 წლის მამუკა ბახტაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრად 2018 წლის 20 ივნისს დაინიშნა. მან ამ პოსტზე გიორგი კვირიკაშვილი შეცვალა. ბახტაძის კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილის პირადი არჩევანი იყო.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს პრემიერის პოსტს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეს შს მინისტრი გიორგი გახარია იქნება.
გახარიას გადადგომის მოთხოვნით უკვე ორთვენახევარია პარლამენტის შენობასთან პროტესტი მიმდინარეობს.