ანა აკოპიანმა ასე უპასუხა მეჰრიბან ალიევას სიტყვებს იმის შესახებ, რომ ის ყარაბაღში მუღამის (ხალხური მუსიკის) მოსმენაზე ოცნებობს" />

ფაშინიანის ცოლმა აზერბაიჯანის პირველი ლედი ყარაბაღში მიიწვია

ანა აკოპიანმა ასე უპასუხა მეჰრიბან ალიევას სიტყვებს იმის შესახებ, რომ ის ყარაბაღში მუღამის (ხალხური მუსიკის) მოსმენაზე ოცნებობს

Анна Акопян, Мехрибан Алиева, первая леди, Нагорный Карабах, карабахский конфликт, урегулирование конфликта,
Анна Акопян, Мехрибан Алиева, первая леди, Нагорный Карабах, карабахский конфликт, урегулирование конфликта, мугам

ქალბატონი ალიევა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ცოლმა აზერბაიჯანის პირველ ლედის მოულოდნელი წინადადებით მიმართა – სოციალურ ქსელ Telegram-ზე მეჰრიბან ალიევას პოსტის საპასუხოდ, ყარაბაღში ერთად ჩასვლა შესთავაზა. მიწვევაზე ბაქოდან რეაგირება ჯერ არ ყოფილა.

 „ჩვენი ერთადერთი ოცნებაა – ყარაბაღული შიკესტეს [აზერბაიჯანული ხალხური სიმღერების – მუღამების ერთ-ერთი სახეობა] ყარაბაღის მიწაზე ერთად მოსმენა!“, – დაწერა 2 დეკემბერს აზერბაიჯანის პირველმა ლედიმ, რომელიც ასევე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს.

მართალია, პოსტს კონკრეტული ადრესატი არ ჰყოლია, მას 4 დეკემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრის ცოლი გამოეხმაურა.

Анна Акопян, Мехрибан Алиева, первая леди, Нагорный Карабах, карабахский конфликт, урегулирование конфликта,

ანა ჰაკობიანი

 „მე მეჰრიბან ალიევას არცახში ვიწვევ, და ის ჩვენი სტუმარი იქნება. ჩვენმა ხალხმა – არცახელებმა იციან, თუ როგორ დახვდნენ და პატივი სცენ სტუმრებს… ჩვენ შეგვიძლია მუღამი უზრუნველვყოთ, შეგვიძლია მას ოცნება ავუსრულოთ, და ის თავის საყვარელ მუღამს ყარაბაღში მოისმენს“, – განაცხადა ანა აკოპიანმა, ერევანში გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციასთან – „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ -დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას.

თუმცა, მან თქვა, რომ თუკი ოცნება ყარაბაღში მუღამის მომსასმენად ომის შედეგად  ჩასვლაა – „ამგვარი ოცნება აუხდენელი დარჩება“.

„თუკი ისინი ომს დაიწყებენ, ალბათ ახალი დასახლებული პუნქტები შეიქმნება, სადაც მუღამის მოსმენა მათთვის არარეალურ ოცნებად იქცევა… ამ მიზნის მისაღწევად მხოლოდ ერთი გზა არსებობს – ეს არის მშვიდობა, არცახთან მეგობრული ურთიერთობა და სტუმრის სტატუსით ურთიერთვიზიტები“, – განაცხადა ანა აკოპიანმა.

და დასძინა, რომ მზად არის, საპასუხო ვიზიტით ბაქოში ჩავიდეს.

ანა აკოპიანის სიტყვებზე ჯერჯერობით არც მეჰრობან ალიევას და არც რომელიმე ოფიციალური სტრუქტურის პასუხი არ ყოფილა.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ორმხრივი კონტაქტების არნახული აქტივიზაცია

2019 წლის შემოდგომაზე სომხეთ-აზერბაიჯანის სხვადასხვა დონის ორმხრივი კონტაქტები მკვეთრად გააქტიურდა.

17-21 ნოემბერს აზერბაიჯანში ორი სომეხი და ერთი მთიანი ყარაბაღელი ჟურნალისტის  ვიზიტები შედგა, ასევე სამი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ვიზიტები – სომხეთსა და მთიან ყარაბაღში.

სომეხი ჟურნალსიტები ბოლოს აზერბაიჯანში ორგანიზებულად 2001 წელს ჩავიდნენ.

4 დეკემბერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ცნობით,  TRASECA-ს მე-14 სხდომასა და სტრუქტურის ოცი წლისთავთან დაკავშირებულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ბაქოში სომხეთის ოფიციალური დელეგაცია გაემგზავრა. თუმცა, ოფიციალურ ბაქოს სომხეთის დელეგაციის ჩასვლა ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, მაგრამ არც უარუყვია.

TRASECA – სტუდენტური თანამშრომლობის პროგრამაა, რომელიც 1993 წელს ევროკავშირის მიერ იქნა შეთავაზებული. მისი ამოცანაა – ცენტრალური აზიის ქვეყნებში შავი ზღვის, კავკასიისა და კასპიის ზღვის გავლით ევროპისკენ სატრანსპორტო დერეფნის განვითარება – უძველესი დიდი აბრეშუმის გზის ერთგვარი აღორძინება.

ბოლოს სომხეთის ოფიციალური პირები ბაქოში 2017 წელს ჩავიდნენ. მაშინ ბაქოში, საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციაზე „ევერესტი“ იმყოფებოდნენ იმ მომენტისთვის სომხეთის პარლამენტის საგარეო კავშირების კომისიის თავმჯდომარე არმენ აშოტიანი და დეპუტატი მანე თანდილიანი.

ასევე 4 დეკემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგა. ელმარ მამედიაროვი და ზოგრაბ მნაცკანიანი ბრატისლავაში იმყოფებიან. იქ ეუთოს მინისტრების კონფერენცია ტარდება. ამ ღონისძიების ფარგლებში, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამავლობითა და მონაწილეობით, საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელების შეხვედრა გაიმართება.

 

 

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა – სამხრეთ კავკასიაში მდებარე არაღიარებული რესპუბლიკაა, რომლის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ეთნიკური სომხები შეადგენენ. 1991-1994 წლის საომარი მოქმედებების შედეგად ყარაბაღი მიმდებარე ტერიტორიებთან ერთად სომხური მხრის კონტროლის ქვეშ მოექცა. კონფლიქტი „გაყინულად“ მიიჩნევა, მაგრამ ჯარების გამყოფ ზოლზე სროლები გრძელდება და ადამიანები იღუპებიან.


ასევე წაიკითხეთ