არქიტექტორი გახდა ყველასათვის ცნობილი და საყვარელი კომპოზიტორი არტურ მესჩიანი. ერევნელები მისგან ბევრს მოელიან" />

ერევნის მთავარი არქიტექტორი თქმით, ქალაქში უკანონო მშენებლობები დასრულდა

არქიტექტორი გახდა ყველასათვის ცნობილი და საყვარელი კომპოზიტორი არტურ მესჩიანი. ერევნელები მისგან ბევრს მოელიან

ერევნის ახლად არჩეულმა მერმა, აიკ მარუტიანმა, რომელიც თავად პოპულარული კომედიური მსახიობია, დედაქალაქის მთავარ არქიტექტორად არტურ მესჩიანი დანიშნა. მესჩიანი სომხეთში ცნობილია უფრო როგორც მუსიკოსი, და არა როგორც არქიტექტორი. კომპოზიტორს, რომლის სიმღერებიც თითქმის ყველა თაობას უყვარს, დიდ პატრიოტად და აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციის მქონე ადამიანად იცნობენ.

აქამდე ყველა ერევნელმა არც კი იცოდა, რომ “მატენადარნის” ძველ ხელნაწერთა საცავის შენობა მესჩიანის დაპროექტებულია.

დღეს არტურ მესჩიანი მოჰყვა, თუ რა შეიცვლება ერევანში უახლოეს მომავალში.

არტურ მესჩიანის გეგმები

ერევნის ახალმა მთავარმა არქიტექტორმა განაცხადა, რომ ერევანში არც ერთი ძეგლის დანგრევას არ დაუშვებს. მან ასევე პირობა დადო, რომ უკვე დანგრეულ კულტურულ ძეგლებს აღადგენს. მესჩიანი აპირებს შეინარჩუნოს ყველა ის შენობა, რომლებიც შეტანილია პროექტში „ძველი ერევანი“. ამ პროგრამის მიხედვით, ზოგიერთი შენობა დაშალეს, რათა შემდეგ აღადგინონ და მათ ერთ ადგილას მოუყარონ თავი.

 „საჭიროების შემთხვევაში, ზოგიერთი საპროექტო გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს, რათა ეს შენობები შენარჩუნდეს. არქიტექტორს უკვე მოველაპარაკე, ასე რომ, მოდით, ისტორიული ძეგლების დანგრევის თემა ამოწურულად მივიჩნიოთ“, – განაცხადა ახალმა მთავარმა არქიტექტორმა.

ამავდროულად მესჩიანმა განაცხადა, რომ ბევრი შენობა ბარბაროსულად არის დაშლილი და მათი აღდგენა მხოლოდ 30%-ით მოხერხდება.

მესჩიანმა ასევე თქვა, რომ გადაწყვეტილი აქვს, ერევანში უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ იბრძოლოს:

 „უკანონო მშენებლობები დასრულდა! ტერიტორიების დაპყრობა დასრულდა! დაკანონება აღარ იქნება! პრობლემებს ნუ შეიქმნით! ამის ნაცვლად, გპირდებით, რომ თუკი თქვენი სამშენებლო პროექტების კანონიერად განხორციელებას გადაწყვეტთ, ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, რომ ცხოვრება შეგიმსუბუქოთ. არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ“.

არტურ მესჩიანმა განაცხადა, რომ ბევრი წლის განმავლობაში ქალაქის მთავარი არქიტექტორი ერევნის მერის ახირებების მიხედვით მოქმედებდა, ახლა კი მისი ფუნქციები აუცილებლად უნდა დაზუსტდეს:

 „თუკი მერი ეუბნებოდა: ამა და ამ ადამიანს რომელიღაც ადგილას მიწა გადაეცი, ის იქ შენობას აგებს, – იქ მთავარ არქიტექტორს არაფერი ესაქმებოდა. ის უფლებამოსილებები, რასაც თქვენ ნარეკ სარგსიანს მიაწერთ [ერევნის ყოფილი მთავარი არქიტექტორი – JAMNews], მას სინამდვილეში  არ ჰქონდა. გაიხსენეთ, როგორი მერის და ხელისუფლების პირობებში მუშაობდა… როდესაც ყველაფერი  ტელეფონის ერთი ზარით წყდებოდა“.

ცნობილი მსახიობი ერევნის მერის უფლებამოსილების აღსრულებას შეუდგა 

ფოტორეპორტაჟი: ერევნის მოხატული თაღები

ერევნის უცნობი ძეგლები

კოლეგების რეაქცია მესჩიანის დანიშვნასთან დაკავშირებით

არტურ მესჩიანის კოლეგები ერევნის მთავარი არქიტექტორის თანამდებობაზე მის დანიშვნას მთლიანობაში დადებითად შეხვდნენ. მესჩიანის წინამორბედი, ტიგრან ბარსეგიანი ამ დანიშვნას კანონზომიერად მიიჩნევს:

 „ნიჭიერი ადამიანი ყველაფერში ნიჭიერია. მე მას უკვე ველაპარაკე და მზადყოფნა გამოვთქვი, რომ ყველანაირად გვერდში დავუდგები და დავეხმარები. რთული იქნება, მაგრამ, ასე მგონია, რომ არტურ მესჩიანი ყველაფრის სწორად ორგანიზებასა და ყველა გამოწვევაზე ღირსეული პასუხის გაცემას შეძლებს“

სომხეთის არქიტექტორთა კავშირის ხელმძღვანელი მკრტიჩ მინასიანი ფიქრობს, რომ არტურ მესჩიანმა მტკიცედ უნდა იმოქმედოს:

 „მას პატივი უნდა სცენ და მოუსმინონ როგორც სპეციალისტს. ჩვენ გვყავდა ძალიან კარგი მთავარი არქიტექტორები, რომლებსაც ის არ სურდათ, რაც დღეს გვაქვს. არც ერთ არქიტექტორს არ შეეძლო ქალაქისთვის ზიანის განგებ მიყენება, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ ხშირად გარკვეული ნაბიჯების გადადგმა უწევდათ.


ასევე წაიკითხეთ