ქუჩის ხელოვნების ეს სახეობა ძალიან პოპულარული გახდა და ქალაქს ახლებური კოლორიტი შესძინა" />

როგორ მოხატეს მხატვრებმა ერევნის თაღები – ფოტოები

ქუჩის ხელოვნების ეს სახეობა ძალიან პოპულარული გახდა და ქალაქს ახლებური კოლორიტი შესძინა

სახლიდან გამოსვლისას ან მაშინვე აყვავებული ხეების ბაღში აღმოჩნდები, ან ზღვის სანაპიროზე, პატარა ნავებისა და ზღვის ტალღების გვერდით მოგიწევს დგომა –  ეს სპეცეფექტებით გაჯერებული კომპიუტერული თამაში არ არის, ასეთი შთაბეჭდილება ერევნელი არტისტების მიერ მოხატული თაღების წყალობით იქმნება.

2015 წელს ერევნის მერიამ დედაქალაქის განვითარების პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი სახლების ეზოებისა და თაღების კეთილმოწყობის გადაწყვეტილება მიიღო. ერევნის 110 ეზო ადგილობრივებისათვის უჩვეულო სურათებით მოიხატა და ურბანული ხელოვნების ახალი დარგი გაჩნდა.

ქალაქის ცენტრალური ნაწილით დაიწყეს – პროექტის საწყის ეტაპზე აბოვიანის, ამირიანისა და ნალბანდიანის ქუჩები მოიხატა.

წელს „ქუჩის ფერწერამ“ გარეუბნებსაც მიაღწია. ერევანში სულ 300 თაღია, თუმცა, ქალაქის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ მხოლოდ 130 უნდა მოიხატოს. არ გაფორმდება ის თაღები, რომლებიც ტუფითაა გაწყობილი. ეს სამშენებლო მასალა ერევნის სიმბოლოდ ითვლება.

მოხატვამდე თაღს არემონტებენ, რის შემდეგაც ერევნის მთავარი დიზაინერი მხატვრების მიერ წარმოდგენილ ესკიზებს შორის კონკრეტული თაღებისთვის საუკეთესო ვარიანტებს არჩევს.

თავიდან პროგრამაში მხოლოდ ახალგაზრდა მხატვრები და სტუდენტები მონაწილეობდნენ, მაგრამ მოგვიანებით მათ უფროსი კოლეგებიც შეუერთდნენ. ნახატების წყალობით ერევანს ახალი კოლორიტი და სხვა დედაქალაქებისგან გამორჩეული კულტურული ცენტრის სტატუსის მიღების  შესაძლებლობა მიენიჭება.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ