წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში 85 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში" />

ტურისტებმა სომხეთში უფრო მეტი ფული დახარჯეს, ვიდრე გასულ წელს

წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში 85 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში

2019 წლის პირველ ნახევარში სომხეთში ტურისტებმა 120 მილიონი დოლარით მეტი დახარჯეს, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში. იმის შესახებ, რომ ტურიზმის სფეროში დადებითი ცვლილებები შეინიშნება 11 ივლისს პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

ფოტოსესია:  გორისი – სომხეთის ქალაქი გამოქვაბულში

• გასეირნება უფსკრულის თავზე

ინდოელები სომხეთში – რატომ გადმოდიან საცხოვრებლად და რით არიან აქ დაკავებულები

 „ტურისტები თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდნენ“

მთავრობის სხდომის დროს პრემიერმა განაცხადა, რომ სომხეთში ტურისტებმა მეტი ფულის ხარჯვა დაიწყეს. ამასთან დაკავშირებით მან ეროვნული უშიშროების საბჭოსა და პოლიციის ხელმძღვანელს მიმართა:

 „ჩვენი ტურისტებისთვის მართლწესრიგი ძალიან მნიშვნელოვანია. სომხეთში ქვეყნის მოქალაქეებმა და ტურისტებმა თავი უსაფრთხოდ უნდა იგრძნონ. ეს ტურიზმის მომავალი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია“.

ციფრები ცენტრალური ბანკიდან

ის, რომ ტურიზმის სფეროში დადებით ძვრები შეინიშნება, ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემაც დაადასტურა. არტურ ჯავადიანმა განაცხადა, რომ 2019 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში სომხეთში 85 ათასზე მეტი ტურისტი ჩავიდა, ვიდრე გასული წლის პირველ ნახევარში.

ამავდროულად უცხოელები უფრო ხშირად იხდიან საბანკო ბარათებით. ამ ზრდამ შეადგინა

• რესტორნებსა და კაფეებში – 75%,

• ტურისტულ სააგენტოებში – 36%,

• სასტუმროებში – 32%,

• სუპერმარკეტებში –30%- ზე მეტი.

ტურისტები ფულს ბანკომატებში 22%-ზე უფრო ხშირად ანაღდებენ.

 „ეს მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში უცხოური პლასტიკური ბარათების ბრუნვის მონაცემების შედარებით მივიღეთ, ასევე – საზღვრის გადაკვეთის რესპუბლიკური აღრიცხვის მონაცემების მიხედვით. იმიტომ, რომ ბარათი შეიძლება უცხოური იყოს, მისი მფლობელი კი – სომხეთის რეზიდენტი. ამიტომ, გასათვალისწინებელი იყო გასვლა-შემოსვლის მონაცემებიც“, – განაცხადა ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ.

მან ასევე თქვა, რომ 2013 წელს ჩატარდა კვლევა, რომლის შედეგებმაც უჩვენა, თუ რამდენ ფულს ხარჯავდა მაშინ თითოეული ტურისტი სომხეთში. მაშინ ეს ციფრი, საშუალოდ, 730 დოლარს შეადგენდა.

 „დღევანდელი კვლევები უჩვენებს, რომ თითოეული ტურისტი 880 დოლარს ხარჯავს“, – თქვა ჯავადიანმა.

ამ კვლევის მონაცემების თანახმად, უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში კიდევ 300 ახალი სასტუმრო გაჩნდა, რაც ასევე მოთხოვნის მატებაზე მეტყველებს.


ასევე წაიკითხეთ